რომელ ქოთანში აყვავდება “ქალთა ბედნიერება” უჩვეულოდ

0
1253

დიდი ხანია ფიქრობთ სახლის მწვანე მეგობრით მორთვაზე და არ იცით რომელი მცენარე შეარჩიოთ?! პაპარაცის რედაქცია გირჩევთ ამ მიზნისთვის სპათიფილუმი ანუ “ქალთა ბედნიერება” შეარჩიოთ რადგან ამ მიზანს მასზე უკეთ ვერცერთი ყვავილი გაუმკლავდება! დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა გაზარდოთ ქოთანში ეს შესანიშნავი მცენარე! გარდა ამისა გაგიზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოუაროთ მას.

Photo credit: Depositphotos

ყვავილოვანი სპატიფილუმი – შეგიძლიათ კვირაში მხოლოდ ერთხელ მორწყათ და დაივიწყოთ. მას კარგი მოვლა და სწორად შერჩეული ქოთანი ჭირდება. აღმოჩნდა რომ მისი ზრდის სიჩქარე და განვითარება პირდაპირ არის კავშირში მისი ზრდის ადგილზე.

ყვავილოვანი სპატიფილუმი თვალს მაქსიმალურად დიდხანს, რომ ახარებდეს, მნიშვნელოვანია ის ვიწრო ქოთანში დარგოთ. მცენარე დროთა განმავლობაში ფესვებს უფრო სწრაფად ავითარებს და მისი გადარგვა გახდება საჭირო. როგორ მივხვდეთ რა ზომის ქოთანი გვჭირდება?!

Photo credit: Depositphotos

ახალგაზრდა სპატიფილუმისთვის (დაახლოებით 3 წლის) 20-25 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ქოთანია. ახალგაზრდა ყვავილი შეგიძლიათ ისეთ ქოთანში დარგოთ რომელიც ორჯერ ნაკლები იქნება დიამეტრით. თუ მცენარის გადარგავს გადაწყვეტთ აჯობებს ორიენტირება ძველი ქოთნის და ფესვოვანი სისტემის ზომაზე გააკეთოთ. როგორც წესი ახალი ქოთანი ძველზე 2-3 სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს და ფესვების დიამეტრს კი 3-4 სანტიმეტრით უნდა სჭარბობდეს.

როგორი ქოთანი შევარჩიოთ

სპატიფილუმის ფესვოვანი სისტემა სიგანეში ვითარდება და არა სიღრმეში, ამიტომ ყვავილს ძალიან ღრმა ქოთანი არ ჭირდება. პირიქით მისი შერჩევისას ქოთნის სიგანესა და დიამეტრზე უნდა ორიენტირდეთ. ფართო და ბრტყელი ქოთანი – თქვენი სწორი არჩევანია. მასში მცენარე თავისუფლებას იგრძნობს და აქტიურად განვითარდება.

Photo credit: Depositphotos

სპათიფილუმის ქოთანს დრენაჟი ჭირდება. მას ნესტი ძალიან უყვარს თუმცა ზედმეტად ბევრი – სასარგებლოს არ ნიშნავს. მორწყვამდე ქოთანი რაიმე ჭურჭელში მოათავსეთ, ზედმეტი წყალი დრენაჟის ნახვრეტებიდან გამოვა და მასში მოგროვდება, ამგვარად მცენარისთვის ჰაერი კარგად დატენიანდება.

მეყვავილეები გვირჩევენ სპატიფილუმი მუქი ფერის ქოთანში ჩავრგოთ. საქმე იმაშია რომ ამ მცენარეს მაღალი ტემპერატურა არ უყვარს, მუქი ქოთანი კი მზეზე მოხვედრისას უფრო სწრაფად გადახურდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სპატიფილუმის ფესვები ქოთნის კედლებს ეხება, შეიძლება ჩვენმა მწვანე მეგობარმა დამწვრობა მიიღოს.

Photo credit: Depositphotos

სპატიფილუმს გამჭვირვალე ქოთანში ნუ დარგავთ. ამ შემთხვევაში ყვავილი ესთეტიურობას დაკარგავს და ბოლოს – ქოთნის მასალა. იდეალურ შემთხვევაში ეს მცენარე კერამიკის ან თიხის ქოთანში უნდა დარგოთ. ნატურალური მასალა სითხეს უკეთ ააორთქლებს და ფესვები კი ჰაერით კარგად მომარაგდება.

Photo credit: Depositphotos

ვიზუალურად ამგავრი ქოთნები გაცილებით უკეთ გამოიყურება ვიდრე პლასტმასის ვერსია. თუმცა სპატიფილუმი პლასტმასშიც შესანიშნავად იზრდება.

მოკლედ მოვლის შესახებ

“ქალთა ბედნიერებას” ბევრი მზის შუქი და ჰაერის მაღალი ტენიანობა ესაჭიროება. მცენარე ნიადაგის მდგომარეობის მიხედვით უნდა მორწყათ. გაზაფხულზე და ზაფხულში როგორც წესი მორწყვა ყოველ სამ დღეში ხდება, შემოდგომასა და ზამთარში კი კვირაში ერთხელ.

Photo credit: Depositphotosი

სპატიფილუმს სითბო უყვარს. გაზაფხული-ზაფხულის ტემპერატურა 18 გრადუსს არ უნდა ჩაცდეს. ზამთრის კი 10 გრადუსს. განოყიერება კომპლექსური მინერალური სასუქით უნდა მოახდინოთ. მცენარეს შეიძლება ტკიპა ან სხვადასხვა მავნებლები გაუჩნდეს ამიტომ დროა პროფილაქტიუკური პროცედურები დროულად ჩაატაროთ.

პაპარაცის რედაქციისგან

ზოგიერთი დიასახლისი ამ მცენარეს პრეტენზიულად თვლის რადგან ზოგთან შესანიშნავად ხარობს ზოგს კი ბევრ პრობლემებს უქმნის. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების ჩატარების, ადრე თუ გვიან აყვავებული სპატიფილუმი აუცილებლად გაგახარებთ!