უგემრიელესი სააღდგომო ღვეზელის რეცეპტი

149

აღდგომას ყველა ქრისტიანი სიხარულით აღნიშნავს და დღესასწაულს ყოველთვის თან ერთვის სააღდგომო პასკის ცხობა. თუმცა ამ დღეს სააღდგომო ღვეზელების გამოცხობაც შეიძლება. ის პასკის შესანიშნავი ალტერნატივა გახლავთ თუ გულსართიანი ღვეზელები ტკბილეული გიყვართ.პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში უგემრიელესი სააღდგომო ღვეზელების რეცეპტს გაგაცნობთ.

ინგრეიდენტები

ცომი:

  • 400 გრამი ფქვილი
  • 6 გრამი მშრალი საფუარი
  • 80 გრამი შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • ვანილი გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა
  • 50 გრამი კარაქი
  • 70 მილიგრამი რძე
  • მარილი
  • 200 გრამი სახლის ხაჭო

გულსართი

  • 150 გრამი ყაყაჩო
  • 150 მილიგრამი რძე
  • 15 გრამი მანის ბურღული
  • 80 გრამი შაქარი
  • 40 გრამი კარაქი
  • სიროფი: 20 გრამი შაქარი + 20 გრამი წყალი

მომზადების წესი:

1. ცომის მოსამზადებლად საფუარი გაამზადეთ. თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი და ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ. დაელოდეთ მის აქტივაციას – დაახლოებით 10 წუთი. ახლა ღრმა ჭურჭელში კვერცხი, მორჩენილი შაქარი, ცოტაოდენი მარილი, ცედრა და დარბილებული კარაქი მოათავსეთ. ინგრედიენტების კარგად მოურიეთ. დაუმატეთ საფუარი, ვანილი და ხაჭო. კარგად აურიეთ ყველაფერს ერთგვაროვნებამდე და ფქვილი მოაყარეთ. მოზილეთ ცომი.

2. მზა ფქვილი ნახევარი საათით თბილ ადგილას დადევით. დაიწყეთ გულსართის მომზადება: ჭურჭელში ჩაასხით რძე, შაქარი, მანი და ყაყაჩო. ახლა მომავალი გულსართი თბილ ცეცხლზე დადგით და ნელ-ნელა ხარშეთ გასქელებამდე. არ დაგავიწყდეთ მორევა! გამორთეთ ქურა და რბილი კარაქი დაუმატეთ. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე. გულსართი მზად არის.

3. გაფუებული ცომი 12 ნაწილად გაყავით და ყოველი მათგანი გააბრტყელეთ. კიდეებზე ცომს გულსართი დაადევით და ისე შეახვიეთ, რომ გულსართი ნახევარ ადგილს იკავებდეს. დანარჩენი ნაწილი ზოლებად დაჭერით და გულსართის ნაწილი მათში მოათავსეთ. დანარჩენ 12 ცომთანაც იგივე გაიმეორეთ. ფორმის შუა ნაწილი შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ, მაგალითად მორთოთ. მზა ფუნთუშები ნახევარი საათით შეასვენეთ.

4. ფუნთუშებს რძე გადაუსვით, 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით 20 წუთით. შემდეგ მდუღარე წყალში შაქარი გახსენით. მირებული სიროფი ფუნთუშას ზემოდან გადაუსვით და დატოვეთ. 10 წუთის შემდეგ როდესაც სიროფი გაგრილდება – ლამაზ ფუნთუშებს მიიღებთ! გემრიელად მიირთვით!

გამოყენებამდე ფუნთუშას კარაქი წაუსვით, ამ შემთხვევაში ის უფრო გემრიელი იქნება.ამ დესერტის მომზადება აღდგომის გარდა სხვა დღეებშიც შეგიძლიათ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს