ამ რეცეპტის სიმარტივე იმაშია, რომ ფაქტობრივად ერთსა და იმავე ინგრედიენტებისგან მზადდება ცომიცა და გულსართიც – ამიტომაც paparazzi-მა გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
- ფქვილი (ცომისთვის) – 2 ჭიქა.
- კარაქი (ცომისთვის) – 100 გ
- არაჟანი (ცომისთვის) – 100 მლ
- სოდა – 0,5 ჩ/კ
- ფქვილი (გულსართისთვის) – 1 ჭიქა.
- შაქარი (გულსართისთვის) – 1 ჭიქა
- კარაქი (გულსართისთვის) – 50 გ
- კვერცხის გული – 1 ცალი.
მომზადების წესი:
- აკეპეთ კარაქი ფქვილთან ერთად, დაუმატეთ არაჟანი და სოდა, მოზილეთ ელასტიკური ცომი.
- გაყავით ცომი 3-4 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ თხლად, დაახლოებით 3 მმ სისქეზე.
- გულსართისთვის ხელით კარგად აურიეთ შაქარი, კარაქი და ფქვილი. სურვილისამებრ დაუმატეთ ვანილის შაქარიც.
- ცომის ფიფრიტებზე გაანაწილეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით.
- დაჭერით პატარა რულეტებად და თითოეულს წაუსვით ზემოდან ცოტაოდენ წყალთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.
- აცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში, ზედაპირის მობრაწვამდე.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს