
გაზაფხულის ამინდი ხშირ შემთხვევაში ძლიან მატყუარაა და მნიშვნელოვანია დასათესად სწორი დრო აარჩიოთ. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როდის უნდა დარგოთ ნერგები სათბურში რათა პომიდვრისა და კიტრის მოსავალი უხვი მოვიდეს.

როდის დავრგოთ ნერგები სათბურში
როდესაც აპრილში სათბურში შედიხართ, ჰაერი 35 გრადუსამდეა, თბილა და მაშინვე გინდებათ ნერგები დარგოთ. განსაკუთრებით თუ კარგ ამინდებს ველოდებით და ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბლა არ დაიწევს. თუმცა ნერგების დარგვის დროს გაცილებით მნიშვნელოვან როლს ნიადაგი ტემპერატურა თამაშობს. თუ მიწა 15 სანტიმეტრის სიღრმეზე 14 გრადუსამდე არ არის გამთბარი ნერგების დათესვა ჯერ-ჯერობით არ შეიძლება რადგან ფესვები ამ შემთხვევასი არ განვითარდება ან უარესი ის შეიძლება საერთოდ დალპეს.
როგორ გავიგოთ გრუნტის ტემპერატურა? ამის ყველაზე მარტივი საშუალება სპეციალური ნიადაგის თერმომეტრის შეძენაა.
თუ ნიადაგი არ გათბა და ძალიან გინდათ ადრეული მოსავალი მიიღოთ – მცირედი ეშმაკობები გამოიყენეთ. მაგალითად, ნერგები სათლში ან კასრი გამოიყენეთ. ის გრუნტი უფრო სწრაფად დათბება და ფესვები განვითარებას დაიწყებს. საერთო ჯამში ბევრი მებაღე ამჩნევს, რომ გვიან მაგრამ თბილ გრუნტში დათესილი მცენარე უფრო კარგ მოსავალს გვაძლევს.

ნერგებს აზოტის სასუქი მინიმალური დოზებით გაუკეთეთ, 13-15%-მდე რაოდენობით. შეგიძლიათ ნერგებს თავები წააჭრათ და დააფესვიანოთ. ეს კარგი მეთოდი, თუ მცენარე მოვლის დროს ტყდება – მისი მოტეხილი ნაწილი წყალში ჩადგით და სწრაფად გაუჩნდება ფესვები.

გაზაფხულის ამინდი ძალიან ცვალებადია, ასე, რომ არ ღირს ნერგების დარგვისას სიჩქარე. დრეს ტემპერატურა შეიძლება 20 გრადუსამდე ავიდეს, ხვალ კი ისევ ყინვა იყოს. დაელოდეთ სტაბილურ სითბოს, რათა შემდეგ დაღუპული მცენარეების ყურებამ არ გატკინოთ გული.

თქვენ როდის რაგვთ ნერგებს სათბურში? იყენებთ ნიადაგის თერმომეტრს? გაგვიხარდება თუ ტქვენს გამოცდილებას კომენატრებში გაგვიზიარებთ!