სოიოს სოუსის გამოყენების 5 წარმატებული მეთოდი

0
1948

ყოველთვის მაოცებდნენ დიასახლისები რომლებიც სოიოს სოუსს მცირე ზომის შეფუთვით იძენდნენ, მე პირადად მას ლიტრობით ვყიდულობ, რადგან მას ყოველ მეორე კერძში ვიყენებ.

სოიოს სოუსი ჩემი ოჯახის გასტრონომიულ ცხოვრებაში სპონტანურად შემოვიდა და მასში დიდი ხნით გაჩერდება. არსებობს მისი გამოყენების რამდენიმე ვარიანტი. პაპარაცის ამ სტატიაში ყოველ მათგანზე დეტალურად მოგითხრობთ. დარწმუნებული ვარ ზოგიერთი ამთგანი არც კი გსმენიათ.

ბოსტნეულის სალათის საკმაზი

აღმოსავლეთში ცივი ლაფშის სალათი ძალიან პოპულარულია. სოიოს სოუსი ამ შემთხვევაში შესანიშნავი საკმაზია. ეს სოუსი ჩვეულებრივი სალათის გემოსაც კი გააუმჯობესებს. სოიოს სოუსი ზეითუნის ზეთს, ლიმონის წვენს და ფრანგულ მდოგვს შეურიეთ. პიკანტური საკმაზი მზად არის!

სოიოს სოუსი მარინადის სახით

სოიოს სოუსი ღვინის მსგავსად არბილებს ცილოვან ქსოვილებს, შესაბამისად მასში ხორცს ამარინადებენ. სოიოს სოუსით დამზადებული მარინადი შემდეგნაირად მზადდება: დაუმატეთ მას რეჰანი, პროვანსული სუნელები, ორეგანო, ნიორი, წიწაკის ნარევი და ლიმონის წვენი. მომზადების შემდეგ ხორცი უფრო ნაზი და წვნიანი გახდება.

სოიოს სოუსის ჭიქურა

ჭიქურის მოსამზადებლად ის ლიმონის ცედრას, კოჭას, ნიორს, სუნელებს და თაფლს შეურიეთ. ეს მასა კარტოფილს წაუსვით ან ხორცის ნაჭერს და შეწვის ან ცხობის პროცესში ყოველ 10 წუთში ურიეთ.

ხორცის გემოს გამაძლიერებელი

სოიოს სოუსის ყველაზე სასარგებლო თვისება – ხორცის გემოს გაძლიერებაა. სოიოს სოუსი წვნიანს არა მხოლოდ გაჯერებულ გემოს არამედ ლამაზ ფერსაც აძლევს. მას მოთუშულ საკვებშიც ამატებენ სწორი კონსისტენციის მისაღებად.

სოიოს სოუსი მარილის ნაცვლად

კარგი კერძის მტავარი წესი – სიტკბოს და მარილის ბალანსია. სწორედ ამ გემოთი გვაწონებს ტავს სოიოს სოუსი. ამიტომ მსოფლიოს ცნობილი კულინარები ამ საკმაზს მაქსიმალურად იყენებენ. უმატებენ კარტოფილს, წიწიბურას, ქათმის გულ-მკერდს და ომლეტს. სოიოს სოუსი ყველაფერს მოტკბო გემოს და სასიამოვნო კარამელიზებულ ფერს აძლევს.

დარწმუნებული ვარ ადრე სოიოს სოუსს მხოლოდ აზიური საკვების მომზადებისთვის იყენებდით, თუმცა იმედი გვაქვს ახლა უფრო ხშირად გამოიყენებთ მას თქვენს რაციონში.