დილაობით სახის შეშუპება ორგანიზმში სითხის დაგროვებაზე მიგვანიშნებს. მის დაგროვებას კი ბევრი მიზეზი იწვევს. ძილის უკმარისობა, სტრესი, ცილის უკმარისობა, ზედმეტი წყლის მიღება – ამ ყველაფერმა შეიძლება თვალებს ქვეშ ტომრები გაგვიჩინოს. თუმცა ეს პრობლემა ყველაზე ხშირად ვახშმის შემდეგ ჩნდება.
დასივებული სახე შეიძლება იმას მოგვითხრობდეს, რომ ადამიანმა ან ზედმეტად ბევრი წყალი მიიღო (და არა მხოლოდ წყალი), ან პირიქით – წყლის სმის რეჟიმს საერთოდ არ იცავს. როდესაც ორგანიზმი სითხეს დიდი ხნის განმავლობაში არ იღებს, ის დარჩენილი სითხის შეკავებას იწყებს და შეშუპება ჩნდება. წყალს ორგანიზმში ყველაზე მეტად ღამით მირთმეული ტკბილი, მარილიანი და მწარე პროდუქტები იწვევენ.
ტკბილეული
ღამით ტკბილეულის ჭამა ცუდი იდეაა თუ ფიგურას უფრთხილდებით ან დილით სახის დასიებისგან გსურთ თავის არიდება. ღამით ტკბილეულს ნუ შეჭამთ და დესერტი დილისთვის შემოიტოვეთ.
მარილიანი
ყველაზე უარესი რისი გაკეთებაც თქვენი ორგანიზმისთვის შეგიძლიათ – ღამით ჩიფსის ჭამა და მისთვის სპირტის შემცველი სასმელის მიყოლებაა. არასასურველია მარილიანი, მჟავე, დამარინადებული ბოსტნეულის ღამით მირთმევაც. ვახშამი შეგიძლიათ კურკუმით, კოჭათი, ნივრით და კარდამონით შეაზავოთ, ეს პროდუქტები შეუშეუპებას ებრძვიან და მას მინიმუმამდე დაიყვანენ.
ახალი ბოსტნეული
არა მხოლოდ სახისთვის, არამედ კუჭისთვისაც მავნეა საღამოობით ბოჭკოს მირთმევა. ახალი კარტოფილი და ბადრიჯანი სოლანინს შეიცავს, ეს ნივთიერება ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ აჯობებს ეს პროდუქტები ისპანახით, რუკოლით, სატაცურითა და ავოკადოთი ჩაანაცვლოთ.
რძე
თუნდაც ორგანიზმი რძის პროდუქტებს კარგად ითვისებდეს, მათ გამო შეშუპება შეიძლება ზედა ქუთუთოებზე გაგიჩნდეთ. ასაკის მატებასთან ერთად ლაქტოზას ორგანიზმი ცუდად ითვისებს, ამიტომ ეცადეთ საღამოობით რძის პროდუქტები არ მიირთვათ.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ პატჩები გამოიყენოთ რომლებიც ეფექტს მოკლე დროით მოგვცემენ და კანისთვისაც ვერ მოაქვსთ დიდი სარგებელი. თუმცა აჯობებს პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული რჩევები გაიუთვალისწინოთ და სახისთვის მავნე პროდუქტები საღამოს რაციონიდან მაინც გამორიცხოთ.