მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხელწერით ადამიანის ხასიათის ზუსტად განსაზღვრა შეიძლება. დღეს Paparazzi გთავაზობთ გაიგოთ, თუ ვინ ხართ, მოდის კანონმდებელი თუ მეამბოხე. ტესტის გასავლელად უბრალოდ ქაღალდის ფურცელი აიღეთ და ასო “X” დაწერეთ. შემდეგ მოცემულ სქემას შეხედეთ და განსაზღვრეთ, თუ რომელი ვარიანტი გამოიყენეთ. ახლა მხოლოდ გაშიფვრა დაგრჩათ.
ეს ტესტი ანალიტიკოსმა ქეთი მაკნაიტმა შეიმუშავა. მთელი კარიერის განმავლობაში აანალიზებდა ცნობილი ადამიანების ხელწერებს, როგორებიცაა ოპრა და ბარაკ ობამა. არსი მარტივია: თითოეულ ადამიანს ასოების დაწერის ინდივიდუალური ხერხი აქვს. სწორედ ამიტომ, ხელწერით შესაძლებელია ხასიათის განსაზღვრა და პიროვნების მთავარი თვისებების გამოვლენა.
როგორ წერთ “X”-ს?
1. მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ, შემდეგ მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ
თქვენ გუშინდელი დღით ცხოვრება გახასიათებთ. ზოგჯერ ორივე ფეხით წარსულში დგახართ იმის მიუხედავად, რომ მომავლის შექმნის მიზანსწრაფვა გაქვთ. უბრალოდ თქვენი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგით.
2. მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ, შემდეგ მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ
თქვენ დიდი სურვილი გაქვთ წარსულს თავი დააღწიოთ და საჭირო მიმართულებით იაროთ. თუმცა გასულ დღეებს ხშირად იხსენებთ და აცნობიერებთ, თუ რა გავლენა მოახდინა განვლილმა მოვლენებმა და პიროვნებებმა. წარსულს თქვენი დატყვევების უფლება არ მისცეთ და წინსვლა გააგრძელეთ!
3. მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ, შემდეგ მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ
დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ტექნიკა კარგად აითვისეთ, რაც უმიზეზო მეამბოხედ გაქცევთ. ყოველთვის საკუთარ მოსაზრებას იცავთ და არგუმენტები მოგყავთ, კომპრომისებს ვერ იტანთ. ბრძოლა გონივრულად აირჩიეთ, იმის გათვალისწინებით, თუ რა არის თქვენთვის საუკეთესო. ბოლოს და ბოლოს, ყველა ბრძოლის მოგება აუცილებელი არაა.
4. მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ, შემდეგ მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ
მომავალზე კონცენტრირება და საკუთარ თავზე მუშაობა გსურთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ითმენთ და ფეთქდებით, ძველ ჩვევებს უბრუნდებით. თითქოსდა ავტომობილს მართავთ და მხოლოდ უკანა ხედვის სარკეს უყურებთ. სწორედ ამიტომ, ძალა და მოთმინება მოიკრიფეთ და დასახული მიზნისკენ სწრაფვა გააგრძელეთ.
5. მარცხნივ ზემოდან მარჯვნივ ქვემოთ, შემდეგ მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ
თქვენ თქვენი ცხოვრების პატრონი ხართ. საკუთარი წესებით ცხოვრება კარგია, არა? ყველაზე მთავარია, საკმარისად ბრძენი იყოთ, რომ სწორი გზით სვლა გააგრძელოთ.
6. მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ, შემდეგ მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ
თქვენ მოდის კანონმდებელი ხართ, რომელიც ყველას შთააგონებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ და სხვების კეთილგანწყობას ადვილად პოულობთ. ახალი ნაცნობები, მოვლენები თქვენთვის ახალი შთაბეჭდილებები და სასიამოვნო ემოციებია, რომლებიც გმირობისკენ გიბიძგებთ.
7. მარცხნივ ზემოდან მარჯვნივ ქვემოთ, შემდეგ მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ
თქვენთვის წესების დაცვა მნიშვნელოვანია. ნორმიდან გადახრა არ გახასიათებთ, რადგან წესრიგი და ქაოსი სტრესს იწვევს. დეტალების მიმართ ყურადღებიანი ხართ და თითოეული საქმის სრულყოფას ცდილობთ. ზედმეტმა პერფექციონიზმა შეიძლება საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანოთ. სწორედ ამიტომ, შინაგანი მდგომარეობის შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ დაგავიწყდეთ.
8. მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ, შემდეგ მარცხნივ ზემოდან მარჯვნივ ქვემოთ
არასტანდარტულად აზროვნებთ და გამოუვალ მდგომარეობაში გამოსავლის პოვნა შეგიძლიათ. თქვენი შემოქმედებითი მხარე და შეუდარებელი ფანტაზია სრულად გამოიყენეთ!
მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფსიქოლოგიურ ტესტებს ზედმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ. ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ ერთი სიმბოლოა და ხელწერის ანალიზი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მოძრაობის მიმართულების განსაზღვრას.