განტვირთვის  დღის 4 წესი: წონის დასაკლებად და ორგანიზმის გასაწმენდად

306

მიჭირს გავიხსენო, თუ ბოლოს როდის ვიყავი დიეტაზე. შიმშილობა არ მიყვარს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამსახური, შვილებზე ზრუნვა და სახლის მოვლა ჩემზეა. ამდენი ამოცანის შესასრულებლად ბევრი ენერგია მჭირდება. სწორედ ამიტომ, ორგანიზმის მხარდასაჭერად თვეში ერთხელ განტვირთვის დღეს ვაწყობ.როგორც ჩემი დიეტოლოგი ამბობს, განტვირთვის დღე სამაშველო რგოლია დაკავებული დიასახლისებისთვის, რომელთაც სხეულის ლამაზი ფორმების შენარჩუნება სურთ. 1–2 დღიანი მონოდიეტით ბევრს ვერ დაიკლებთ, მაგრამ ორგანიზმს გაწმენდას და ტონუსის გაზრდას მარტივად შეძლებთ! მთავარია, ძირითადი წესები დაიცვათ!

წესი №1: რომელ პროდუქტებზე აპირებთ „ჯდომას“?

განტვირთვის დღეს სერიოზულად და წინასწარ შედგენილი გეგმით უნდა მიუდგეთ. თავდაპირველად, აირჩიეთ დაბალკალორიული პროდუქტები, რომელთაც დღის განმავლობაში მიირთმევთ. ეს შეიძლება იყოს წიწიბურა, კეფირი, ბროკოლი, ვაშლი, კივი, კიტრი და ბანანი.

მნიშვნელოვანია, რომ არჩეული პროდუქტი ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი და თქვენი ორგანიზმისთვის ჩვეული იყოს. ასე განტვირთვის დღე არა მხოლოდ შვებას, არამედ სარგებელს მოგიტანთ.

წესი №2: განტვირთვის დღე

სპეციალისტები გირჩევენ, რომ განტვირთვის დღე ორგანიზმისთვის ჩვეული გახდეს. ამისთვის თვეში ან 2–3 კვირაში ერთხელ რეგულარულად განტვირთვის დღე მოაწყვეთ, მაგრამ აუცილებლად ერთსა და იმავე დღეს. რომელ დღეს აირჩევთ, თქვენს გრაფიკზეა დამოკიდებული.მაგალითად, თუ თქვენი პროფესია ფიზიკურ შრომას უკავშირდება, სჯობს განტვირთვის დღე შაბათს ან კვირას მოიწყოთ. ოფისის თანამშრომლები განტვირთვის დღეს ხშირად ორშაბათს იტარებენ. ეს გაჯერებული დასვენების დღეების შემდეგ გონივრულია.განტვირთვის დღეს დიეტოლოგები სპორტით დაკავებას და ალკოჰოლის მიღებას არ გირჩევენ. სამაგიეროდ, საუნა და აბანოები მისასალმებელია.

წესი №3: ნელა შესვლა და გამოსვლა

სხეული ზედმეტი სტრესისგან რომ დაიცვათ, განტვირთვის დღისთვის წინასწარ მოამზადეთ. მაგალითად, საღამოს ჩვეული ვახშმის ნაცვლად მსუბუქად ივახშმეთ. დილით, უზმოზე 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დალიეთ, ხოლო ჩაის ნაცვლად ნაღვლმდენი ბალახების ნაკრები. ასე მონოდიეტა ნაღვლის სტაგნაციას არ გამოიწვევს.განტვირთვის დღიდანაც ნელა უნდა გამოხვიდეთ. ზედმეტად ბევრი არ მიირთვათ და რამდენიმე დღე შემწვარ პროდუქტებზე უარი თქვით. ნელა გამოსვლა განტვირთვის დღის შედეგის გამყარებაში დაგეხმარებათ.

წესი №4: გსურთ ჭამა? დაწექით და დაიძინეთ!

ფრანგები ამბობენ: „ვისაც ძინავს, ის სადილობს“. ალბათ, ესაა პარიზელი ლამაზმანების მოხდენილობის საიდუმლო. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ძილში ადამიანი შიმშილს არ გრძნობს. სწორედ ამიტომ, სადილობის დროს ძილი განტვირთვის დღეს გაგიმარტივებთ.ეცადეთ, რომ განტვირთვის დღეს მეტი დაისვენოთ. (მინიმუმ 10 საათი დღეში). ორგანიზმში გაცილებით ნაკლები კალორია ხვდება, ამიტომ ნაკლები უნდა დახარჯოთ.

ჩემი ექიმი ამბობს, რომ განტვირთვის დღე 2–3 კვირაში ერთხელ მშვიდად შეგვიძლია ჩავიტაროთ. რა თქმა უნდა, წინასწარ დარწმუნდით, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაქვთ. მაგალითად, ორსულად არ ხართ, ძუძუთი კვებაზე არ ხართ, დიაბეტი და ღვიძლის პრობლემები არ გაწუხებთ. თქვენ როგორ ინარჩუნებთ ორგანიზმის ტონუსს? გამოცდილება გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს