10 საოჯახო ხრიკი, რომლებიც ყოველდღიურობაში ნამდვილად გამოგადგებათ

0
1156

ჩვენს დროში ბევრი ნივთია შექმნილი იმისთვის, რომ ცხოვრება გაგვიმარტივოს. თითქოსდა, კიდევ რა სჭირდება ადამიანს? ადამიანის გამომგონებლობას საზღვარი არ აქვს. ზოგჯერ პატარა სასარგებლო იდეებს, რომლებიც რთულ სიტუაციებში იბადება, მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია. სწორედ ამიტომ, Paparazzi გთავაზობთ ხრიკებს, რომლებიც ყოველდღიურობაში ნამდვილად გამოგადგებათ.

ყველაფრის წვრილმანებამდე გათვლა იშვიათად გამოგვდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც საქმით გატაცებული ვართ. პროცესში ვხდებით, რომ მნიშვნელოვანი დეტალი დაგვავიწყდა. ამ დროს ხელთ არსებული მასალები გამოგადგებათ, რომლებიც სასარგებლო ნივთებად იქცევა. ქმარი მეუბნება, რომ წარმატებული ექსპერიმენტები ბავშვივით მახარებს. დაე, ასე იყოს, სამაგიეროდ, ჩემი საყოფაცხოვრებო ხრიკები შეიძლება ვინმეს გამოადგეს.

სასარგებლო საყოფაცხოვრებო იდეები

ხრიკი სათბურათი

ერთ–ერთი ჩემი ხრიკი, რომელიც წლების წინ დაიბადა. ბებიას დაბადების დღე ჰქონდა და მისთვის ტკბილი სიურპრიზის გაკეთება მოვინდომე. ბებია ყოფილი კონდიტერია, ამიტომ კარგად გარჯა მომიწია.

გემრიელი კრემიანი ტორტი გამოვაცხვე და შოკოლადით და კრემის ყვავილებით გავაფორმე. მაშინვე მივხვდი, რომ მთელ ტორტს იუბილარამდე ვერ მივიტანდი. 2 საათის გზა მქონდა, გარეთ კი ცხელოდა. ხრიკის მოფიქრება მომიწია. აქ, რეზინის სათბურა დამეხმარა.

სათბურა ნახევრად წყლით გავავსე, რომ არ გაბერილიყო, და მთელი ღამე საყინულეში გავაჩერე. დილით ცივი სათბურა ყუთის ძირში დავდე, ზემოდან სადგამი და ტორტი მოვათავსე. როცა ბებიასთან დესერტი გავხსენი ისე გამოიყურებოდა, თითქოსდა მაცივრიდან ახლახანს გამოვიღე. აი, ასე გამოიყურებოდა.

იდეები ფოლგით

ალბათ, იცით, რამდენად ხშირად სკდება კვერცხი მოხარშვის დროს. განსაკუთრებით უსიამოვნოა, რომ სააღდგომო კვერცხს ვამზადებთ. მთელი კვერცხის შესანარჩუნებლად უბრალოდ ფოლგაში გაახვიეთ.

ყოველდღიურობაში ფოლგის გამოყენების მრავალი ხრიკი არსებობს. მაგალითად, ფოლგის ბურთები შეგიძლიათ სარეცხი მანქანის დოლურაში თეთრეულთან ერთად მოათავსოთ. თეთრეული ელექტრულად დამუხტული აღარ იქნება.

ფოლგაში ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვა კარგია. მასში ხორცის და ყველის ნაწარმს, ასევე ბოსტნეულს ვახვევ და მაცივარში ვინახავ. პირველ რიგში, პროდუქტები უფრო უკეთ ინახება, ვიდრე პარკში. მეორეც, ფოლგა უცხო სუნებისგან კარგად იცავს.

თუ თეთრეულის დაუთოება დიდად არ გიყვართ, შემდეგი ხრიკი გამოიყენეთ. საუთაო დაფას ფოლგა გადააფარეთ. ის სწრაფად გახურდება, რაც ერთდროულად ორივე მხრიდან დაუთოების საშუალებას მოგცემთ. ასე თეთრეულის გადატრიალება და ქვემოდან დაუთოება აღარ მოგიწევთ.

თუ სახლში სუსტი Wi-Fi სიგნალი გაქვთ, მის გაძლიერებას ფოლგით შეძლებთ. 1–2 მუყაოს ნაჭერი აიღეთ და ალუმინის სახვევი გადაახვიეთ. ახლა რეზინებით როუტერის ანტენებს დაამაგრეთ.

ინტერნეტში ნივთების გაყიდვა გადაწყვიტეთ? მაშინ საუკეთესო ხარისხის სურათების გადასაღებად სინათლის ამრეკლავი დაგჭირდებათ. მის გაკეთებას დამოუკიდებლად შეძლებთ. მუყაოს სამ ნაჭერს (30-40 სმ სიმაღლე) ფოლგა დააფარეთ და ერთმანეთზე სკოჩით დაამაგრეთ.

იგივე მოწყობილობა შეგიძლიათ საკვები პროდუქტების შეწვის დროს დამცავ ეკრანად გამოიყენოთ. შემდეგ უბრალოდ ცხიმიანი შხეფები ზედაპირს მოაშორეთ და ეკრანი ადგილზე დააბრუნეთ.

სხვა ხრიკები

მაცივარში უსიამოვნო ხრიკს ჩვეულებრივი ღრუბლის დახმარებით გააქრობთ. ღრუბელს სოდა მოაყარეთ და კარზე ჩამოკიდეთ. თუ ოთახში სიგარეტის კვამლი ან წვის სუნი შემოიჭრა, ღრუბელი შენობის ცენტრში (მაგალითად, ჭაღზე) დაკიდეთ.

პატარა ხალიჩები იატაკზე ხშირად სრიალებს. ერთი სასაცილო შემთხვევა და უკვე სერიოზული დაზიანება მიღებული გაქვთ. ამის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე საკანცელარიო რეზინა ხალიჩას უკანა მხრიდან მიამაგრეთ. ამრიგად, ხალიჩას სრიალა ზედაპირზე საიმედოდ დააფიქსირებთ.

მესმის, რომ ზოგიერთ ხრიკს უკვე დიდი ხანია იყენებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ახალიც ისწავლეთ. გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები, რომლებიც ყოველდღიურ რუტინაში გეხმარებათ.