როგორ დავიბანოთ თავი ისე, რომ თმა აბრეშუმივით გახდეს

349

თავი გამდინარე წყალში უნდა დაიბანოთ. დაიწყეთ კეფით. სალონში და სახლის პირობებში თავის დაბანა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სალონში დაბანის შემდეგ თმები რბილი და აბრეშუმისებური ხდება, სახლში კი ზოგჯერ მათი დავარაცხნაც გვიჭირს. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა დაიბანოთ თავის სწორად იმისთვის, რომ თმა მბზინვარე და აბრეშუმივით რბილი გახდეს.

თმის შამპუნით დაბანა

გოგონებს გრძელი თმა ძალინ უხდებათ თუმცა მათი მოვლა იოლი არ არის. დედაჩემი ამის გამო თმას ხშირად მაჭრიდა რათა თმის მოვლა სწრაფი და მარტივი გამხდარიყო. თუ დაბანის შემდეგ თმები ერთმანეთში იბურდება და უხეშდება – ამ სტატიაში მოყვანილი რჩევები გაითვალისწინეთ.ამ შემთხვევაში მხოლოდ შამპუნი, ბალზამი, ფენი და სავარცხელიდ აგჭირდებათ.

თმის სწორად დაბანის ტექნიკა

1. სანამ თმის დაბანას დაიწყებთ კარგად დაისველეთ თავი. დაიტანეთ შამპუნი – რბილი სამასაჟო მოძრაობების თმის ძირებთან. კანი შუბლიდან კეფისგენ დაიმასაჟეთ და თმა თითებით დაივარცხნეთ.

2. ძირებიდან თმებზე გადადით. ზედმეტად ბევრ შამპუნს ნუ დაიტანთ და თმას თითებში ნუ მოჭყლეტთ თორემ მტვრევადი გახდება.

3. შამპუნი შხაპით მხოლოდ ერთი მიმართულებით ჩამოიბანეთ. შემდეგ თმა მეორედ დაიბანეთ.

4. სველ თმაზე ბალზამი დაიტანეთ. თმებში ბალზამი დაიტანეთ და ჩამოივარცხნეთ სავარცხლით.

5. 5 წუთის შემდეგ ბალზამი თმიდან ჩამოიბანეთ და თმა პირსახოცით ოდნავ შეიმშრალეთ. სველი თმები არ შეიკრათ.

6. ახლა ისეთი ბალზამი წაისვით რომლის ჩამობანაც საჭირო არ არის. თმები ფენით გაიმშრალეთ – შუბლიდან კეფისკენ. დროდადრო თმები ხელით დაივარცხნეთ. ჰაერი ერთ მხარეს მიმარტეთ და თმებს ნუ აწეწავთ.

7. მას შემდეგ რაც თმას ფენით გაიშრობთ, თბილი ჰაერი ცივზე გადართეთ და თან თმა დაივარცხნეთ. ამის წყალობით თმა მბზინვარე გახდება.

სულ ეს არის, ამის შემდეგ თქვენს თავზე წესრიგი დამყარდება და თმის უთოთი გასწორება აღარ მოგიწევთ.

ეს მარტივი პროცედურა ლამაზი და მბზინბვარე თმის მიღებაში დაგეხმარებათ. ყველაფერი გენიალური მარტივია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს