სად და რატომ გვიკრძალავდა ბებო ხატების დაბრძანებას

0
977

საინტერესოა იცით თუ არა რა ადგილას უნდა მოათავსოთ ხატები სახლში? როგორც აღმოჩნდა ადამიანები წესებს ყოველთვის არ მისდევენ და როგორც ამბობენ ამან შეიძლება ადამიანების ბედზე იქონიოს გავლენა. დღეს პაპარაცის რედაქცია ეცდება ამ მნიშვნელოვან თემაში გაგარკვიოთ და მოგითხრობთ თუ სად არ უნდა დააბრძანოთ ხატები და როგორ აჯობებს სახლში ხატების კუთხის მოწყობა.

ხატები სახლში

ბებო ყოველთვის ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. ის ამბობდა, რომ ხატის დადბა ამა თუ იმ ადგილას არ შეიძლებოდა რადგან ეს უიღბლობას მოგვიტანდა. მისი რჩევები მსურს ამ სტატიაში გაგიზიაროთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ტაძარში საკურთხევლის განლაგებას ბინაში ხატების განლაგება აუცილებელი არ არის ზუსტად ემთხვეოდეს. ეკლესიაში მას აღმოსავლეთ ნაწილში ანთავსებენ, თუმცა სახლში ხატების კუთხე ისე უნდა მოაწყოთ რომ მის წინ საკმარისი ადგილი იყოს რათა ოჯახის წევრებმა ლოცვისთვის ერთად შეკრება შეძლონ.

ხატების განთავსების მკაცრი წესები არ არსებობს. ხატები შეგიძლიათ მისაღებში, საძინებელში, საბავშვო ოთახში ან სამზარეულოშიც კი მოათავსოთ. რა თქმა უნდა სააბაზანო და ტუალეტი გამორიცხულია.

სახლის შესასვლელში ღვთისმშობლის ხატი განათავსეთ, ის სახლს უბედურებისგან დაიცავს, სასადილო ოთახსა და სამზარეულოში კი მაცხოვრის.

ლოცვისთვის კონცენტრაციაა საჭირო, არ ღირს ხატების საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ან სამხატვრო ლიტერატურის, კოსმეტიკის, დეკორის შენახვის ადგილებთან მოთავსება. ხატების კუთხეში ფოტოებს, სურათებს ან პოსტერებსაც ნუ მოათავსებთ.

ხატების კუთხის სწორი გაფმორმება

თუ საშუალება გაქვთ ხატებისთვის ცალკე ადგილი გამოყავით. ოთახის აღმოსავლეთი მხარე ფანჯარასთან – იდეალური გადაწყვეტაა. ხატები შეგიძლიათ საკიდ თაროზე ან მაღალ კომპაქტურ მაგიდაზე განათავსოთ. ხატები თვალის სიმაღლეზე ან უფრო მაღლა უნდა მოათავსოთ.

ხატების კუთხესთან საკმეველი და კანდელი უნდა დადგათ. ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები სხვებზე მაღლა უნდა დააბრძანოთ. მაცხოვრის მარჯვნივ, ღვთისმშობლის კი მარცხნივ.

მათ ქვეშ ან გვერდით თამამად დააბრძანეთ თქვენი საყვარელი წმინდანების ხატები. ხატების კუთხე ყვავილებით და ნაქარგი პირსახოცებით მორთეთ. თუ ხატები გამუქდა ან ფერი შეიცვალა გაწმინდეთ ისინი.

სხვა ნიუნსები

როგორც წესი ხატებს სპეციალურ საეკლესიო მაღაზიებში ყიდულობენ. ისინი ჯერ უნდა აკურთხოთ და შემდეგ განათვასოთ სახლში. თუ ხატის შეძენა სხვაგან გსურთ, აუცილებლად გაიგეთ შეესაბამება თუ არა ეს საეკლესიო კანონებს.

ხატი მთელი ოჯახისთვის შესანიშნავი საჩუქარია, განსაკუთრებით თუ იცით კონკრეტულად რა არ გყოფნით სახლში. უნდა გესმოდეთ, რომ ხატი უბრალო ნახატი არ არის, ის უფალთან დამაკავშირებელი ხიდია.