უგემრიელესი თაფლის ჩხირები კვერცხისა და კარაქის გარეშე

219

მარტივი და მსუბუქი დესერტი – აი რისკენ მივიღწვით. ზოგჯერ კრემიანი და მარავალი ფენის მქონე ნამცხვრის მირთმევა გვსურს, ზოგჯერ კი უბრალოდ გვინდა მარტივი და მსუბუქი დესერტი მივირთვათ, მაგალითად თაფლის ჩხირები შოკოლადში, რომელის რეცეპტსაც პაპარაცის რედაქცია დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ.

მის მომზადებას განსაკუთრებული ცოდნა და პროფესიონალიზმი არ ესაჭიროება. მზადების პროცესი უდიდეს გასტრონომიულ სიამოვნებსა მოგგვრით.

ჩხირები შოკოლადში

  • 300 გრამი ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 100 მილიგრამი მცენარეული ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 0.5 ცაის კოვზი მარილი
  • 0.5 ცაის კოვზი სოდა
  • 250 მილიგრამი თბილი სასმელი წყალი

ჭიქურას ინგრედიენტები

  • 200 მილიგრამი წყალი
  • 4 სუფრის კოვზი კაკაო
  • 100 გრამი შაქარი
  • 40 მილიგრამი მცენარეული ზეთი
  • 75 გრამი შავი შოკოლადი

ჩხირები შოკოლადში

1. ჯერ ბისკვიტი მოამზადეთ. ერთმანეთში აურიეთ თაფლი, შაქარი, თბილი წყალი და მცენარეული ზეთი. შემდეგ დაუმატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ისე, რომ ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოთ.

2. მზა ცომი ფორმაში გადაანაწილეთ ან ჟარუნაზე მაოთავსეთ. ჟარუნას პერგამენტი გადააფარეთ რათა არ მიიწვას.

3. ჟარუნა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით მზაობამდე.

4. მოვამზადოთ ჭიქურა. აურიეთ წყალი, კაკაო, შაქარი და ზეთი. დადგით ცეცხლზე და დაელოდეთ წამოდუღებას. ახლა ჭიქურა გადმოდგით ცეცხლიდან და შოკოლადი დაუმატეთ. დარწმუნდით, რომ ის კარგად გაიხსნა. გააცივეთ.

5. ისღა დაგვრჩენია ბისკვიტი დავჭრათ და შოკოლადში ამოვავლოთ. შოკოლადის ჩხირები მზად არის!

პაპარაცის რედაქციისგან

გირჩევთ შოკოლადზე არ შეჩერდეთ და ჩხირებს დაჭრილი კაკალი ან ქოქოსის ფანტელიც მოაყაროთ. შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიისამებრ სხვა ვარიანტებიც გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს