ტოპინამბური – ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

242

ძალიან სასარგებლოა მიწავაშლას (ტოპინამბური, მიწის მსხალი) წვენი რომლის მომზადებაც სახლის პირობებში ძალიან მარტივია. პირველ რიგში მას ხორცსაკეპ მანქანაშიან ატარებენ ან ხეხავენ სახეხზე, შემდეგ კი წვენს მარლაში წურავენ, ასევე შეიძლება წვენსაწურითაც ისარგებლოთ, თუ არცერთი ამ მეთოდის გამოყენება არ შეგიძლიათ, მიწავაშლასგან ბურახის გაკეთება სცადეთ, ამისთვის მის ფესვებს სიგრძეზე ჭრიან და ანადუღარ გაცივებულ წყალს ასხავენ, 2-3 დღით ასაფუვებლად დგავენ, პროცესის დასაჩქარებლად საკმარისია მას სულ ცოტა საფუარი დაუმატოთ.

მიწავაშლას წვენი და ბურახი ძალიან ბევრი დაავადების არაჩვეულებრივი მკურნალია:

  • ნახევარი ჭიქა წვენი ჭამის წინ – კუჭში მჟავიანობის დონეს მოგიწესრიგებთ.
  • რეგულარული მიღებით მოიწესრიგებთ ნაწლავების მოქმედებას, მოგაშორებთ გაუვალობას, გულისრევას და კუჭის ტკივილს.
  • მაცოცხლებელი წვენი საჭმლის მომნელებელ სისტემაში ლორწოვან შრეს აღადგენს (მაგ. წყლულის დროს) – ანთების საწინააღმდეგო მოქმედების წყალობით.
  • რეკემენდებულია თავის ქრონიკული ტკივილის დროს (ხალხური მედიცინა)
  • კლავს წყურვილს

მისგან დამზადებულ ფაფასაც ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მისი კომპრესები კანის ქრონიკული დაავადებების დროს დაგეხმარებათ, მაგალითად – ეგზემის, ფსორიაზისა და სებორეას შემთხვევაში. ის პოდაგრისა და ართრიტის დროსაც სასარგებლოა.

ტოპინამბურის ფაფით მკურნალობის კურსი:

პროცედურის ხანრგრძლივობაა – 20-40 წუთი, ყოველ მეორე დღეს, ჯამში 10-12 სეანსი. სამკურნალო თვისებების სია აქ არ სრულდება. მისით დამზადებულ კერძებს შარდმდენი და კუჭში მსუბუქად გამხსნელი ეფექტი აქვთ.
ხოლო თუ დღეში სამჯერ, ჭამამადე – 2-3 უმ ნაყოფს მიირთმევთ, შეიძლება სისხლში შაქრის დონეც შეიმციროთ, დაიკლოთ წონაში და გაიუმჯობესოთ მხედველობა.

ზემოთქმულს აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ მიწის მსხალი ნებისმიერი სახით არის სასარგებლო შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:

  • პოდაგრა
  • შარდ-კენჭოვანი დაავადებები
  • ათეროსკლეროზი (შესაბამისად გამოიყენება ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებებისა და ტვინის დაავადებების პროფილაქტიკისთვის)
  • ონკოპათოლოგიების მკურნალობისას (სამეცნიერო ლიტერატურაში ტოპინამბურს განიხილავენ როგორც, ძალიან პერსპექტიულ მცენარეს ანტიკანცეროგენული თვისებების გამო).

ტოპინამბური თავისი ამერიკელი მეზობლისგან იმით განსხვავდება, რომ მისი უმად ჭამა სრულიად შესაძლებელია, ასევე შეგიძლიათ დალიოთ მისი ახლადგამოწურული წვენიც. გახეხილი მიწის მსხალი სალათში ხახვთან ერთად დასამატებლადაც გამოგადგებათ.

მიწის მსხალი უმ, მოხარშულ, მოთუშულ, შემწვარ და მოშუშულ მდგომარეობაშიც კი გემრიელია. სამწუხაროა, რომ ამ არაჩვეულებრივ მცენარეს ჯერ-ჯერობით დიდი ყურადღება არ ექცევა.

ძნელია მცენარეებს შორის საუკეთესო სამკურალო თვისებების მქონე შეარჩიო, თუმცა შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტების რეესტრს სათავეში ტოპინამბური უდგას! მას მოსდევენ – ქათმისა და მწყერის კვერცხი, ასევე შამპინიონი. ეს სამი პროდუქტი არაჩვეულებრივად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე შრომისუნარიანობაზეც!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს