კანზე ლაქების გაჩენას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. მათ თავიდან აცილებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. შესაძლოა უკვე უამრავი პროდუქტი სცადეთ, რომლებიც პრობლემის გადაჭრას გპირდებოდნენ, მაგრამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწიეთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საუკეთესო ნიღბებს კანის გასაღიავებლად, რომლებიც ნატურალური პროდუქტების დახმარებით სახლის პირობებში მზადდება.
უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ნიღბები საღამოს, სუფთა და გაწმენდილ კანზე უნდა გამოიყენოთ. ნიღბის გამოყენების შემდეგ კანზე დამატენიანებელი კრემი, ქოქოსის ან ნუშის ზეთი წაისვით, რომ კანმა ტენი არ დაკარგოს. დერმატოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ, რადგან ლაქა შეიძლება რიგი დაავადების და უსიამოვნების ნიშანი იყოს.
ნიღბები ლიმონით
- 1 კვერცხის ცილას ნახევარი ჩ/კ ლიმონის წვენი, 2 ს/კ რძე, 1 ს/კ სიმინდის სახამებელი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და მიღებული პასტა წაისვით. 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- 2 ს/კ ნატურალური იოგურტი, ½ ჩ/კ ლიმონის წვენი, ½ ჩ/კ კურკუმა აურიეთ. ნარევი სახეზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
- 2-3 აბი ასპირინი დააქუცმაცეთ და წყალს აურიეთ, 1 ჩ/კ ნატურალური იოგურტი, ½ ჩ/კ საკვები სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ნარევი სახესა და ყელზე წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღბები აქტივირებული ნახშირით
აქტივირებული ნახშირი შეგიძლიათ კანის გასაღიავებლად გამოიყენოთ. ის კანის ფორებს ჭუჭყისგან წმენდს. ტოქსინებს შთანთქავს, რომლებიც აკნეს და ფერიმჭამელებს იწვევენ.
- 1 ჩ/კ აქტივირებული ნახშირი აიღეთ და ნელ-ნელა რამდენიმე წვეთი წყალი დაუმატეთ/ აურიეთ და მიღებული პასტა სახესა და ყელზე წაისვით. 10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცესი შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე შეასრულოთ, რომ კანი გააღიავოთ და აკნე მოიშოროთ.
უნდა გახსოვდეთ, რომ აქტივირებული ნახშირის გამოყენების დროს მასთან კონტაქტისას შეიძლება ტანსაცმელი დაგესვაროთ.
ნიღბები შვრიის ფქვილით
შვრიის ფქვილი ასაქერცლი საშუალებაა, რომელიც მგრძნობიარე კანის მფლობელებს შესანიშნავად უხდება. ის დაბინძურებით, ულტრაიისფერი სხივებით და აგრესიული ქიმიური საშუალებებით გამოწვეულ დაზიანებებს აღმოფხვრის.
მარტივი ნიღბის მოსამზადებლად, თქვენ შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:
- შვრია დააქუცმაცეთ და ფქვილი მიიღეთ. ცოტა ფქვილი რძეს, იოგურტს, ან არაჟანს აურიეთ (თქვენი კანის ტიპის მიხედვით).
- შემდეგ პასტა სუფთა კანზე წაისვით და ნაზი მასაჟი მინიმუმ 2 წუთით გაიკეთეთ, რომ ნარევი გადაანაწილოთ. 3-10 წუთით გაიჩერეთ, რომ ნიღაბი კანში ღრმად შევიდეს. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ცივი წყალი გადაივლეთ. ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთოთ.
კიდევ ერთი კომბინაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ – შვრიის, შაქრის და ნებისმიერი ხილის რბილობის ნარევი.