ამ სასმელების დახმარებით სწრაფად დაძინებას და კარგ ძილს შეძლებთ, ასევე ძილის დროს წონაშიც დაიკლებთ.
კვლევების თანახმად, სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. წონის მატებისას, განსაკუთრებით ტანის და კისრის ზონაში, სასუნთქი ფუნქციების დარღვევის გამო ძილის დარღვევის რისკიც იზრდება, რაც სუნთქვას ართულებს.
ეს ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სიმსუქნე არა მხოლოდ ძილის პრობლემებს იწვევს, არამედ ძილის პრობლემა შეიძლება გასუქების მიზეზი გახდეს. ეს ჩაკეტილი წრეა.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ როცა რამდენიმე დღის განმავლობაში „ძილის ვალი“ გროვდება, ამან შეიძლება ნივთიერებათა ცვლა დაარღვიოს და ჰორმონალური დონე შეცვალოს.
ეს თავის მხრივ, გლუკოზას სისხლში გადამუშავებაზე გავლენას ახდენს, რაც საბოლოოდ დიაბეტს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც დღეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, ჰორმონალური ცვლილებები აწუხებთ. განსაკუთრებით ისეთი, როგორიცაა კორტიზოლის დონის ზრდა, რაც სხეულის მასაზე გავლენას ახდენს და გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. შედეგად, კვლევის თანახმად, ეს ადამიანები 30 %-ით მეტ ინსულინს აწარმოებენ, ვიდრე ნორმალური ძილის მქონე ადამიანები.
სისხლში შაქრის მაღალი დონე საბოლოოდ ინსულინის გადაჭარბებას და ინსულინის რეზისტენტობას იწვევს. ეს კი ხშირად სიმსუქნის საწყისი წერტილია. ასევე, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის მაღალი დონე ვისცერალურ ცხიმს ზრდის. მკვლევარები ამ ფენომენს „გასუქებისკენ მიმავალ რეალურ გზას“ უწოდებენ.
3 სასმელი დასაძინებლად და ძილის დროს წონაში დასაკლებად
საძილე და ცხიმის მწველი ეს 3 რეცეპტი რიგ ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავენ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებენ, მოდუნებას და დანაყრების შეგრძნებას ხელს უწყობენ. ეს დაგეხმარებათ, რომ ძილის წინ არ ჭამოთ!
1. მრავალძარღვა ვაშლთან ერთად დალიეთ, რომ დაიძინოთ და ცხიმი დაწვათ.
- 1 ფინჯანი ცივი წყალი
- ვაშლი
- 2 ჩ/კ ხმელი მრავალძარღვას ფოთლები (ფხვნილის სახით დაქუცმაცებული)
- 1/4 ჩ/კ დარიჩინი ან 1/8 ჩ/კ მუსკატის კაკალი
- ვაშლი კანიანად და კურკებიანად წყალთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
- ნარევი დიდ ჭიქაში გადაიტანეთ და მრავალძარღვას ფოთლების ფხვნილი და დარიჩინი ან მუსკატის კაკალი დაუმატეთ. აურიეთ და იმწამსვე დალიეთ.
ამ სასმელის დალევიდან 30 წუთის შემდეგ კიდევ 1 ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ.
როგორ დაგეხმარებათ:
ვაშლის პექტინი ნაწლავებიდან ცხიმის შეწოვას ზღუდავს და ორგანიზმს ცხიმების მჟავებად დაშლაში ეხმარება. ვაშლში შემავალი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა კვერცეტინი, მჟავე დაზიანებას და მასთან დაკავშირებულ ანთებას ამცირებს. 2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 3 ვაშლის მიღება წონის შემცირებას ხელს უწყობს.
მრავალძარღვა მსხვილი ნაწლავიდან ტოქსინების სწრაფად და ეფექტურად გამოდევნას ხელს უწყობს. გულსა და ქოლესტერინის დონეზე ცნობილი დადებითი ეფექტის გარდა როგორც კვლევამ აჩვენა, ის დიაბეტიკებში გლუკოზის დონეს აუმჯობესებს.
2. ალუბლის სასმელი და ალოე ვერა
- 1/4 ან ½ ჭიქა ალუბალი (ახალი ან გაყინული)
- 1 ჩ/კ ალოე ვერას ან ალოეს წვენი
- 1 ჭიქა ცივი წყალი
ალუბალი კურკების გარეშე, ალოეს წვენი და წყალი დააბლენდერეთ. იმწამსვე დალიეთ.
კვლევამ აჩვენა, რომ ალუბალი უძილობის სიმძიმეს მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ის მელატონინის დონეს ზრდის. შედეგად, ეს ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას აუმჯობესებს.
ალოეს წვენი 75% პოტენციურად აქტიურ კომპონენტებს შეიცავს, მათ შორის ვიტამინებს, ფერმენტებს, მინერალებს, შაქარს, ლიგნინს, ასევე საპონინებს და ამინომჟავებს.
ეს უძველესი მცენარე სხვადასხვა ანტიოქსიდანტს შეიცავს. ასევე მასში შედის 6 ანტისეპტიკი, რომლებიც ინფექციის ან ანთების გამომწვევი ბაქტერიის ზრდას აფერხებენ.
ალოე ტრადიციული საშუალებაა, რომელსაც დიაბეტის დროს ფართოდ იყენებენ. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. ასევე აჩვენა, რომ წონის დაკლებას ხელს უწყობს.
შენიშვნა: ალოე ცნობილი საფაღარათო საშუალებაა, ამიტომ მისი მოხმარების დროს ფრთხილად იყავით და დოზას არ გადააჭარბოთ.
3. რძე და მუსკატის კაკალი
- 1 ჭიქა მცენარეული რძე (ნუში, ბრინჯი, ქოქოსი, სეზამი, ნიგოზი)
- 1-2 ჩ/კ თაფლი
- მწიკვი გახეხილი მუსკატის კაკალი (მაქსიმუმ 1/8 ჩ/კ)
რძე 40-45 გრადუსზე გააცხელეთ. თაფლს და გახეხილ მუსკატის კაკალს აურიეთ და იმწამსვე დალიეთ.
თაფლი ორგანიზმის მოდუნებას და მშვიდ ძილს ხელს უწყობს. თაფლში შემავალი ნატურალური შაქარი ინსულინის დონეს ოდნავ ზრდის. შედეგად, ტრიპტოფანი ტვინში ადვილად აღწევს. სწორედ ამიტომ, ძილის წინ თაფლის მიღება მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ.
მუსკატის კაკალი პოპულარული შინაურული საშუალებაა უძილობის საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით ცხელ რძესთან ერთად. მუსკატის კაკალი მდიდარია შეუცვლელი მინერალით მაგნიუმით, რომელიც ორგანიზმს ნერვული დაძაბულობის შესამცირებლად სჭირდება. ასევე სეროტინის წარმოებას სტიმულირებს, რაც ტვინში მელატონინად გარდაიქმნება და ძილს იწვევს.
კვლევამ აჩვენა, რომ მუსკატის კაკალი სინამდვილეში ნარკოტიკულ მიკროელემენტებს შეიცავს. შედეგად, ისინი რამდენიმე ნეიროტრანსმისტერის გათავისუფლებას და დასვენებას და ძილს ხელს უწყობენ. ასევე ცნობილი თერმოგენული ეფექტი აქვს, რაც ძილის დროს ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, რომ ძილის დროს ჭარბი ცხიმი დაწვას.