როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩებურეკი თხელი ლავაშით.

1047

ნებისმიერი კერძი შედგება პროდუქტებისა და დროსგან, რომელსაც მის მომზადებაზე ხარჯავ. დრო კი უმეტესად არ გვყოფნის განსაკუთრებით რაიმე რთულის მოსამზადებლად, ამიტომაც არსებობს გამარტივებული რეცეპტები. ერთ-ერთ მათგანს დღეს paparazzi გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • საქონლის ხორცის ფარში 500 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხახვი 2 თავი
  • შავი დაფქული პილპილი 5 გ
  • ლავაში 3 ცალი
  • მარილი 5 გ
  • ზეთი 200 მლ
  • წყალი 150 მლ

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ხახვი და დაყავით ლავაში კვადრატებად.
  2. ხორცის ფარშს შეურიეთ წყალი, დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი. კვერცხი ცალკე ათქვიფეთ ჯამში.
  3. მოათვსეთ ხორცის შეზავებული ფარში ლავაშის ნაჭრის ერთ მხარეს, დაუტოვეთ კიდეებზე 2-2 სმ-ს თავისუფალი ადგილი. მოკეცეთ კვადრატი დიაგონალზე, ხოლო თავისუფალ კიდეებზე წაუსვით კვერცხი. შეაწებეთ ერთმანეთზე.
  4. შეწვით ჩებურეკები ბევრ ზეთში დაბრაწვამდე. მზა სამკუთხედები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოშორეთ ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს