კოლორადოს ხოჭო აწი დიეტაზეა, რადგან კარტოფილს დარგვამდე ვამუშავებ

0
95

ნებისმიერი მიწათმოქმედისთვის გადამწყვეტი კითხვა: რით დავამუშავოთ კარტოფილი დარგვამდე? კარგი მოსავლის ასაღებად უმნიშვნელოვანესია ნიადაგისა და დასარგავი მასალის ხარისხი. ნერგების მოვლაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, არა იმდენად. და, თუ ნიადაგზე თავიდანვე ვიცით ყველაფერი, კარტოფილის ხარისხში ყოველთვის დარწმუნებული ვერ ვიქნებით.

როგორც ჩანს, კარტოფილის დამუშავების უამრავი გზა არსებობს. ყველას ერთდროულად გამოყენება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და არც ამის საჭიროება არსებობს. თუმცა, 1-2 მათგანის გამოყენება მარტივიც და სასარგებლოც იქნება. Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ, რომ შემოდგომაზე სახარბიელო მოსავალი მიიღოთ, თანაც, ნაყიდი ქიმიის გამოყენების გარეშე.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი დასარგავად

  1. გაამწვანეთ-კარტოფილი შემოდგომაზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგ გაზაფხულს უნდა გამწვანდეს. ამისთვის, აღებული მოსავლიდან ამოარჩიეთ სათესლე კარტოფილი. შემდეგ დაალაგეთ ერთ ფენად ჩრდილში 10 დღით. ამ დროის განმავლობაში, კარტოფილებში წარმოიქმნება სოლანინი. ეს ნივთიერება კარტოფილს მრავალი დაავადების, მღრღნელებისგან იცავს და პატარა ნახეთქებსაც კი ახორცებს.თვითონ კარტოფილი კი ფერს შეიცვლის და მწვანე გახდება ზედა მხარეს.
  2. დაახარისხეთ-პირველადი დახარისხება მომდევნო სამუშაოებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. გადაყარეთ ან კომპოსტად აქციეთ დამპალი, დაზიანებული ან უხარისხო ბოლქვები. დარჩენილი სათესლე კარტოფილი დაახარისხეთ 10 ლ წყლისა და 1.5 კგ შარდოვნის ხსნარში. ბოლქვები, რომლებიც ამოტივტივდება, დასარგავად არ გამოდგება. ჩაძირულები – პირიქით.შესაფერისი კარტოფილი გარეცხეთ სუფთა წყლით და გააშრეთ. დაახარისხეთ 3 ზომის კატეგორიად და დარგეთ სხვადასხვა რიგებში. დასარგავი მასალის ზომებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩქარა ამოცენდება იგი.
  3. დაამუშავეთ ფუნგიციდით-რამდენადაც ბოლქვების ზედაპირზე შეიძლება იყოს ქეცი, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი, რიზოქტონიოზი, ფომოზი ან სხვა, კარტოფილს დახმარება სჭირდება. განვმეორდებით, რომ ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებს ეხება, როცა მიწათმოქმედი დარწმუნებულია, რომ კარტოფილს დაავადება აქვს და დასარგავი მასალის ნაწილის გადარჩენა მაინც სურს.დარგვამდე 1 კვირით ადრე, გამოიყენეთ “ფიტოსპორინი”, “პლანრიზი”, უშუალოდ დარგვის წინ – “პრესტიჟი”, “ალირინი”;
    დარგვამდე 5 დღით ადრე და უშუალოდ დარგვის წინ, დაამუშავეთ ბოლქვები “აგატ-25კ”-თი, “ბინორით”; დარგვამდე 1 დღით ადრე შეგიძლიათ “კომპლექსურის” გამოყენება.
  4. გაათბეთ, ამოაცენეთ ბოლქვები-თითქმის იგივე, რაც გამწვანების შემთხვევაში. ანუ, დარგვამდე 2 კვირით ადრე, ამოიტანეთ კარტოფილი საწყობიდან და დაყარეთ თბილ ოთახში ერთ ფენად. ასე კარტოფილი ამოცენებას დაიწყებს, გათბება და ოდნავ წყალსაც დაკარგავს. ბოლქვები გააქტიურება და ახალი კარტოფილი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, არ მოუწევს დროის კარგვა გასაღვიძებლად.აგრეთვე, შეგიძლიათ, დარგვამდე 1 თვით ადრე მოათავსოთ კარტოფილი სათბურში. შემდეგ თანდათან, იმავე თვის განმავლობაში, დაწიეთ ტემპერატურა 8 გრადუსამდე. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ მაღალი ტენიანობაც (95%) და ხანდახან მორწყვა. ესეც ააქქტიურებს ზრდის პროცესს და გაზრდის მოსავალს.
  5. ამოავლეთ ფერფლში-ფერფლი კარგად მოქმედებს კარტოფილის ბოლქვებსა და მასში სახამებლის დაგროვებაზე.უბრალოდ დაასველეთ კარტოფილი და ამოავლეთ ხის ფერფლში, შემდეგ ჩარგეთ. სახამებლის შემცველობის გაზრდის გარდა, ფერფლს სასუქის ფუნქციაც აქვს. მისი მოყრა იმ ადგილებში შეგიძლიათ, სადაც კარტოფილი უკვე დარგეთ.

აი, ასეთი რჩევები მოვაგროვეთ თქვენთვის დღეს. შეგახსენებთ, რომ ერთდროულად ყველას გამოყენება საჭირო არაა. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი რამდენიმე მეთოდი და შეუდექით კარტოფილის დარგვას. უხვ მოსავალს გისურვებთ.