რა თქმა უნდა არაერთხელ გაგიგიათ სახის კანის ტონუსში მოყვანის აუცილებლობის შესახებ. ჩვენ ასევე მოგიყვებით როგორ მოამზადეთ 3 ნიღაბი მუსკატის კაკლით, რომლის მეშვეობითაც ამ მიზანს იოლად მიაღწევთ.
თუმცა რას ნიშნავს კანის ტონუსში მოყვანა? ის კანს იმ პროდუქტისთვის ამზადებს რომლებიც კანს პილინგის ან გაწმენდის შემდეგ ატენიანებენ. იდეალურ სიტუაციაში, ყოველდღე ასეთ რუტინას უნდა მისდევდეთ: წმენდა, ტონიზირება და დანოტივება. ამგვარად, ტონირების მთავარი მიზანია – ფორების დახურვა წმენდვის შემდეგ. შედეგად – ვამცირებთ ნაკლოვანებებს.
1. მუსკატის კაკალი, თაფლი და დარიჩინი
მუსკატის კაკალი სასარგებლო რესურსია აკნეს მიერ გაჩენილი ლაქებისა და შრამების მოსაშორებლად. ამიტომ თუ აკნე გაქვთ, მუსკატის კაკალი გამოიყენეთ. თაფლი და დარიჩინი არაჩვეულებრივად დაგირბილებთ კანს.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი მუსკატის კაკალი (20 გამი)
- 2 სუფრის კოვზი თაფლი (50 გრამი)
- 2 სუფრის კოვზი დარიჩინის ფხვნილი (20 გრამი)
მომზადება:
აურიეთ სამი ინგრედიენტი ხის კოვზით ან ჯოხით. ნაზავი სუფთა კანზე დაიდეთ.გააჩერეთ 30 წუთი. სახე სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.ეს კვირაში სამჯერ გაიმეორეთ, განსაკუთრებით თუ ბევრი ლაქები და შეშუპება გაქვთ.
2. მუსკატის კაკალი და რძე
ეს მუსკატის ნიღაბი იდეალურია კანისთვის ბუნებრივი ბრწყინვალების დასაბრუნებლად. მისი რამდენიმე გამოყენების შემდეგ ნახავთ, რომ კანი უფრო ნათელი და დატენიანებულია. ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ.
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი რძე (10 მილიგრამი)
- 1 სუფრის კოვზი მუსკატის კაკალი (10 გრამი)
მომზადება:
აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი, სანამ პასტას არ მიიღებთ. დაიდეთ 25 წუთით და ცივი წყალი ჩამოიბანეთ.
3. ვარდის წყალი, ზაფრანა და მუსკატის კაკალი
ამ სამი ინგრედიენტის შეთავსება კანისთვის ნამდვილი ფუფუნებაა. ეს ინგრედიენტები აცოცხლებენ და აახლებენ თქვენს კანს. მისი გამოყენება კვირაში ერთხელაც საკმარისია.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი ვარდის წყალი (20 მილიგრამი)
- 2 სუფრის კოვზი მუსკატის კაკალი (20 გრამი)
- 1 მწიკვი ზაფრანი
მომზადება:
პატარა ჭურჭელში მოათავსეთ სამივე ინგრედიენტი, სანამ ერთგვაროვან პასტას არ მიიღებთ. დაიდეთ ეს ნიღაბი სახეზე და 15 წუთით დაიტოვეთ.
ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.