სახლის სისუფთავესთან დაკავშირებული საქმეებიდან, ტუალეტის რეცხვა ყველაზე მეტად მეზიზღება. ცოტა ხნის წინ, ჩემს მეზობელთან წამომცდა ეს. მან კი დაუფიქრებლად მირჩია, რომ დაძინებამდე უნიტაზში ნიორი ჩამეგდო. ეს ხრიკი ძალიან მეუცნაურა.
ის, რომ ნიორს ხშირად იყენებენ არამხოლოდ კულინარიაში, ძალიან კარგად ვიცი. ხალხურ მედიცინაში, მაგალითად, ნივრის ინჰალაციით ებრზვიან გაციებასა და ფილტვების ზოგიერთ დაავადებას. მებაღეობაში, ნივრის ნაყენი ასტიმულირებს ორქიდეას ყვავილობას. თუმცა, ის, რომ ჩემი მეზობელი ნიორს საპირფარეშოს სისუსფთავის დასაცავად იყენებდა, ჩემთვის გასაკვირი იყო. როგორც თავმოყვარე ლაიფჰაკერმა, მეც გადავწყვიტე, ეს საშუალება გამომეცადა.
რა მოხდება, თუ უნიტაზში ნიორს ჩავდებთ?
მეზობლის ინსტრუქციების მიხედვით, ძილის წინ გავფცქვენი 1 კბილი ნიორი და უნიტაზში ჩავაგდე. დილით მას ჯაგრისით გადავუარე. ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გავიმეორე.
ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების წყალობით, ნიორი ადეზინფიცირებს უნიტაზს და ინარჩუნებს მასში სისუფთავეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მეთოდი მიკრობებს ანადგურებს. თუმცა, უნიტაზი სუფთაა, ნადებს არ იკიდებს. მას შემდეგ, სპეციალურ საწმენდ საშუალებებს აღარ ვიყენებ. ამაზე მარტივი და ეფექტური საშუალება ჯერ არ მინახავს.
როგორ მოვამზადოთ ნივრის ნაყენი უნიტაზის გასაწმენდად?
ინტერნეტში ნივრის ამ გზით გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი ვიპოვე. ამისთვის ნივრის ნაყენი უნდა მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა წყალი
- 3 კბილი ნიორი
აადუღეთ ჭიქა წყალი და მოათავსეთ მასში წვრილად დაჭრილი ნიორი. გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ ქვაბს დავსახური და დააყენეთ 15 წუთით. ღამით ჩაასხით მასა უნიტაზში.
თუ სახლის დასალაგებლად ნატურალურ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას, ალბათ, ეს ორი ხრიკი მოგეწონებათ. ნიორი ხომ უნიტაზს სპეციალურ საშუალებებზე ცუდად ნამდვილად არ წმენდს. თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები? გაგვიზიარეთ!