5 შინაურული პროცედურა ხელის კანის მოსავლელად და გასაახალგაზრდავებლად

0
69

თითოეულ ქალს სურს, რომ საკუთარი ხელები დაიცვას. სწორედ ამიტომ, ხელების ესთეტიკური მოვლის მიმართ ქალების ინტერესი სულ უფრო იზრდება. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ეს კანის ნაადრევ დაბერებას ხელს უწყობს.

პირველ რიგში, ხელის კანი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. სწორედ ამიტომ, უფრო დეტალურ და მუდმივ ყურადღებას იმსახურებს. ხელის კანი მზის და ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მუდმივად იმყოფება, რაც მასზე დაზიანების და ნაადრევი ნაოჭების გაჩენას იწვევს.

შინაურული პროცედურები ხელზე ნაოჭების თავიდან ასაცილებლად

სხვადასხვა ნატურალური, შინაურული პროცედურები არსებობს, რომლებიც გვერდით ეფექტს არ იწვევენ და კანს ზოგიერთი მკვებავი ნივთიერებით ავსებენ.

ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი

  • ორივე პროდუქტი უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს. განსაკუთრებით სასარგებლოა დასატენიანებლად და აღსადგენად. გამოყენების შემთხვევაში კანის გარეგნულ მხარეს აუმჯობესებს. ნატურალური კრემის სახით მისი გამოყენება ლაქების, ნაოჭების და სიბერის სხვა ნიშნების შესამცირებლად ეფექტური და ეკონომიური მეთოდია.
  • ბლენდერში 5 ს/კ ალოე ვერას გელი და 2 ს/კ ქოქოსის ზეთი აურიეთ. გადამუშავების შემდეგ ერთგვაროვან კრემს მიიღებთ. საკმარისი რაოდენობის კრემი აიღეთ და ხელებში შეიზილეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. მთელი ღამე გაიჩერეთ და პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

აბუსალათინის ზეთი კაკაოს კარაქთან ერთად

  • ორივე აქტიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც კოლაგენის დონეს ზრდიან. ამასთან მათი დახმარებით ზოგიერთი გამაღიზიანებელი პრობლემის (მაგალითად, წვრილი ნაოჭები) მოშორებას შეძლებთ.
  • ამისთვის 3 ს/კ კაკაოს კარაქი და 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი აურიეთ.
  • პირველ რიგში, კაკაოს კარაქი გაადნეთ. როცა თხევად კონსისტენციას მიაღწევს, აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. აურიეთ, სანამ კრემის მსგავს მასას არ მიიღებთ. კრემი ხელებზე მსუბუქი მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ. ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ შეგიძლიათ ჩაიტაროთ.

ბანანი თაფლთან ერთად

  • მათი კომბინაციით ნატურალურ ნიღაბს მიიღებთ, რომელიც თქვენს ხელებს ტოქსინებისა და მზის სხივებისგან დაიცავს. ეს კრემი ხელს ატენიანებს და ნაოჭების და ლაქების გაჩენის ალბათობას ამცირებს.
  • 1 მწიფე ბანანი პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ. 2 ს/კ თაფლი აურიეთ. ორივე ხელში ნაზად შეიზილეთ და 30-40 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ხელზე ცივი წყალი გადაივლეთ. ნიღაბი კვირაში 3-ჯერ გამოიყენეთ.

რძე და მარწყვი

  • ორივე პროდუქტის თვისება ხელის კანს არბილებს და ნაადრევ ნაოჭებს აფერხებს.
  • 5 ს/კ მარწყვი და 5 ს/კ რძე დააბლენდერეთ, სანამ სქელ და ნაღების პასტას არ მიიღებთ.
  • ხელებზე წაისვით და 40 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და ასე კვირაში 3-ჯერ გააკეთეთ.

ზეითუნის ზეთი და ავოკადოს კარაქი

  • ამ ნიღბის შემადგენლობა დიდ უპირატესობას შეიცავს. ცხიმოვანი მჟავები, E ვიტამინი, ანტიოქსიდანტები თქვენი ხელების ჯანმრთელობას ხელს უწყობენ.
  • მწიფე ავოკადო დაჭყლიტეთ. მიღებულ ავოკადოს პიურეს 2 ს/კ ზეთი დაუმატეთ.
  • ნიღაბი ხელის კანზე მსუბუქი მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ, სანამ ხელი მთლიანად ამ ნიღბით არ დაიფარება. 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში 3-ჯერ გამოიყენოთ.