აი რა მარტივ ხრიკებს ვიყენებ იდეალურად გლუვი კანის მისაღებად.

0
140

სწორი და ლამაზი მაკიაჟი, ტონის დადების შემდეგ იწყება. იდეალურად გლუვი კანი იდეალია რომლის გარეშეც მაკიაჟი სრულფასოვანი ვერ იქნება.

  1. სწორი დატენიანება – ტონალურის ან ბაზის დადებამდე, აუცილებელია სახის კანის დატენიანება. თუ ამას არ გააკეთებთ, მას ნაოჭები გაუჩნდება და ძალიან შესამჩნევი გახდება. კარგი დამატენიანებელი კრემის დადების შემდეგ, სახე ქაღალდის ხელსახოცით უნდა გაიწმინდოთ რათა ზედმეტი მბზინვარება და ცხიმი მოგშორდეთ. როგორც წესი, ყველა აუცილებელი და სასარგებლო ნივთიერება კანის მიერ, პირველ 30 წამში შეიწოვება.
  2. შენიღბვა – როგორც წესი, გოგონები პირველ რიგში ტონს იდებენ, ხოლო შემდეგ კი ნაკლოვანებებს ფარავენ. პრინციპში ეს მეთოდი პოპულარობით ვიზაჟისტებთანაც სარგებლობს. სპეციალისტები ჩვეულ რეჟიმში მაკიაჟს მსახიობებს, პოდიუმის მოდელებსა და ტელეწამყვანებს უკეთებენ, რომლებთანაც პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი არ მყარდება და სადაც მცირე დეტალები არ ჩანს, მაგრამ მათი ახლო მანძილიდან დანახვისას მთელი ნაკლოვანებები იოლად გამოჩნდება, ამიტომ აუცილებელია ჯერ აკნე, თვალს ქვემოთ არსებული სილურჯეები და სხვა მსგავსი ნაკლი დამალოთ და შემდეგ დაიდოთ ტონი.
  3. ვიშორებთ სილურჯეებს – უძილობის ნაკვალევის მოსაშორებლად სპეციალური, სწორი ტონის კონსილერი დაგჭირდებათ. თუ თვალებს ქვეშ მოლურჯო ტონი გაქვთ, მაშინ კონსილერი ქვიშის ფერი უნდა იყოს, თუ იასამნისფერი ტონი გაქვთ – მაშინ ატმისფერი, ხოლო თუ თვალს ქვემოთ უპეები გამწვანებულია მაშინ ვერდისფერი მათ შესანიშნავად დაფარავს. ნუ შეგეშინდებათ თუ კონსილერი თქვენი კანის ფერისგან განსხვავებულია. როგორც წესი დატანის შემდეგ არანაირი სხვაობა ფერთა გამაში აღარ შეინიშნება ხოლმე.
  4. კარგი ტონი – ტონალური კრემის ტექსტურა მსუბუქი უნდა იყოს, ზედმეტი პიგმენტაციის გარეშე, როგორც მაგალითად ВВ ან СС კრემებს აქვთ. ასევე მსუბუქი ფლუიდის გამოყენებაც შეიძლება, რომელიც უფრო ახალგაზრდა კანს შეეფერება. ის არაჩვეულებრივად აგლუვებს კანს და ფარავს ნაკლოვანებებს. მთავარია – ვხედავდეთ ზღვარს და არავითარ შემთხვევაში არ გადავაჭარბოთ ფერებს.
  5. ქაღალდის ხელსახოცები – მაკიაჟის დასრულების შემდეგ, დაველოდოთ 5 წუთი და სახე ქაღალდის ხელსახოცით გავიწმინდოთ. არ შეგეშინდეთ, ის უბრალოდ ზედმეტ მაკიაჟს მოგაცილებთ. ამის შემდეგ კი ცოტა პუდრი ან ჰაილაითერი დაიმატეთ, რათა ბუნებრივი ბრწყინვალება შეჰმატოთ კანს.