11 უდაო ნიშანი რომ ლომები საუკეთესო მშობლები და მეუღლეები არიან.

0
529

ყველამ იცის, რომ ლომები საკმაოდ თავმოყვარე და საკუთარ თავზე შეყვარებული ნიშნები არიან, თუმცა საკუთარი თავის სიყვარული და დიდების სხივებში ბანაობა აუცილებლად ეგოიზმს არ ნიშნავს.

ლომებს სხვა მხარეც აქვთ, რომელსაც ისინი მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს უჩვენებენ. სამეფო მტაცებლები მზრუნველები, ნაზები და ოჯახისთვის თავგანწირულები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ლომები – საუკეთესო მშობლები და მეუღლეები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის!

რატომ? აი მინიმუმ 11 მიზეზი:

  1. ერთგულება – ლომები ძალიან ლოიალურები და ერთგულები არიან. არასდროს დაგიმეგობრდებიან გამორჩენის ან რაიმე მატერიალური მიზეზის გამო. ისინი აფასებენ ხანგრძლივ, ნამდვილ მეგობრობას. აფასებენ როდესაც მათ გვერდით ისეთი ხალხია რომელთა ნდობაც თვალდახუჭული შეიძლება და აფასებენ ხალხს რომლებსაც ენაზე კბილის დაჭერა შეუძლიათ.ლომი არასდროს მოგცემთ მისი მეგობრების დამცირების უფლებას. ის ყოველთვის დაიცავს თავის ახლობლებს.
  2. მიზანსწრაფულობა – ლომები საშინლად ამბიციურები არიან. აღმერთებენ ბრძოლას და ისახავენ არარეალურ მიზნებს, იბრძვიან მანამ სანამ – თავისას არ მიაღწევენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ იციან რა სურთ და როგორია მათი მისწრაფების საბოლოო სახე.ლომებისთვის აუცილებელია თავს საუკეთესოთა შორის – საუკეთესოდ გრძნობდნენ. თუ არ უმართლებთ, კიდევ ცდიან. ხოლო თუ კვლავ არ გამოვა, მცდელობას კიდევ ერთხელ გაიმეორებენ, თუმცა ამჯერად მეტი მრისხანებითა და აგრესიით.
  3. საიმედოობა – ამბიციურობა ლომის ზოდიაქოს ქვეშ დბადებულთა არც ისე აუცილებელი თვისებაა. მათი მთავარი თვისება – საიმედოობაა.ლომს უკან ნებისმიერ ქალს (და კაცსაც) თავი ქვის კედელს მიღმა შეუძლია იგრძნოს. ლომები სხვებს საკუთარი თავის რწმენას უღვივებენ. ლომი – ეს არის ნიშანი რომელთანაც რჩევის საკითხავად უნდა გაიქცეთ.
  4. იციან როგორ გაერთონ – ლომის ერთ-ერთი მთავარი თვისება – გარშემო მყოფთა ყურადღების მოთხოვნილებაა. ლომი შედის ოთახში და თუ მას ყურადღება არავინ მიაქცია, ძალიან ბრაზობს. აი რატომ ყვებიან ლომები საინტერესო ისტორიებს და ძალიან უყვართ ხალხის გაცინება. ლომებს ხალხმრავლობაში დროსტარება უყვართ.
  5. სიცოცხლის მოყარული – ლომები ძალიან სიცოცხლის მოყვარეები არიან. მოსწონთ სიახლეები და ახალი გამოცდილების მიღება. აღმერთებენ ახალი საკვების გასინჯვას, მთების დალაშქვრას, ვისკის ჭრუპვას და ცაში ვარსკვლავების ციმციმის ყურებას. აღმერთებენ მოგზაურობას და რომ შეეძლოთ, ყოველდღე იმოგზაურებდნენ. მოკლედ, რომ ვთქვათ – ლომებს კომფორტის ზონის დატოვების არ ეშინიათ.
  6. ოპტიმიზმი – ლომები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. ისინი მცხუნვარე ზაფხულში დაიბადნენ და ეს კი იდეალური დროა უდარდელად, მგრძნობიარედ და მხიარულად ყოფნისთვის.
  7. გამომგონებლობა – ბევრი ნიშანი, მაგალითად ქალწული ან თხის რქა – გაცილებით ორგანიზებულია ვიდრე ლომი. ლომებს დაგეგმვა ღლის, სამაგიეროდ ისინი სიხარულით თამაშობენ ცხოვრებისეულ “თამაშს” ყოველგვარი სცენარის გარეშე. მათ სჯერათ, რომ მთავარია სწორი არჩევანი აქ და ახლა გააკეთო, ისინი სპონტანურობას აღმერთებენ.
    იმის გამო, რომ მათ ყველაფერი არც ისე კარგად დაგეგმეს და რაიმე უსიამოვნება შეხვდებათ, მათ ზუსტად იციან, რომ გამოძრომას მოახერხებენ.
  8. გულწრფელობა – ლომები იოლად იტყუებიან, მაგრამ ახლობლებს არასდროს ატყუებენ და რაც მთავარია – თავსაც არასდროს იტყუებენ.ამიტომ ისინი არასდროს დაიწყებენ თქვენს ზურგს უკან ჭორაობას. თუ ლომს რაღაც არ მოსწონს, ამას პირდაპირ გეტყვით.
  9. კომუნიკაბელურობა – ლომები ხალხი რომელიც ყოველთვის ყველას იცნობს და ადვილად შედიან კონტაქტში. ადვილად იწყებენ საუბარს და შემდეგ იოლად გადადიან ხანგრძლივ და ახლო ურთიერთობებში. აი რატომ არის, რომ თუ პრობლემები გაქვთ, დახმარება ლომს უნდა თხოვოთ, რადგან მას ნამდვილად ეყოლება ნაცნობი, რომელიც ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას შეძლებს.
  10. სიყვარულით სავსე – ლომის გული – ეს ადამიანის გულია რომელსაც თუ უყვარს, უყვარს ნამდვილად, ვნებიანად, ყოველგავრი მიზეზის გარეშე და უკანმოუხედავად. ლომები თვლიან, რომ თუ შეყვარებაა – დედოფალი უნდა შეიყვარო, თუ იპარავ – უნდა მოიპარო მილიონი. ამიტომ, თუ თქვენი პარტნიორი ლომია, შეგიძიათ არ ჰკითხოთ თქვენს თავს – ნამდვილად უყვარხართ თუ არა მას, რომ არ უყვარდეთ, თავის მოჩვენებას ნამდვილად არ დაგიწყებდათ.
  11. დაბადების იდეალური დრო – პირდაპირ ვთქვათ: დაბადების დღის აღსანიშნავად უკეთესი დრო არ არსებობს. ქუჩაში თბილა და მზეა, ყველა მეგობარი მოუთმენლად ელის როდის შეძლებენ ქალაქ გარეთ მწვადზე გასვლას, როდის თუ არა ლომის დაბადების დღეზე?!დღესასწაულის ორგანიზებისას ლომები იიციატივას ყოველთვის თავის თავზე იღებენ და წინასწარ გეგმავენ მათ.