როგორ გამოვიყენოთ ლუდის საფუარი გასახდომად

293

ლუდის საფუარის ღირსებებს, შეიძლება მისი წონაში კლების უნარიც მივამატოთ. ლუდის საფუარი ერთუჯრედიანი სოკოსგან ფორმირდება, რომელიც არა მხოლოდ საკვებ დანამატად არამედ ლუდის დასამზადებლადაც გამოიყენება.

ერთი სუფრის კოვზი საფუარი 32 კალორიას, 1 გრამ ცხიმს, 4 გრამ ნახშირწყალს, 2.5 გრამ ბოჭკოს და 4 გრამ ცილას შეიცავს. ამასთანავე ტიამინის, რიბოფლამინის, ნიაცინის, ვიტამინი В-6-ისა და პანტოთენის მჟავის სადღეღამისო ნორმის 25%-ს შეესაბამება.

ეს საფუარი მდიდარია თუთიით, მაგნიუმითა და ქრომით. სწორედ ამ თვისებების გამოა, რომ ის ჯანმრთელი წესით გახდომის შესანიშნავი ვარიანტია.

სწორედ ლუდის საფუარს შეუძლია ორგანიზმის დიეტისთვის ადაპტირება, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. თუმცა დადებითი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია მთელი რიგი წესების დაცვა.

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ საფუარს მადის მომატება შეუძლია, ამიტომ აუცილებლად იკვებეთ ჯანსაღი საკვებით, უარი თქვით ტკბილეულსა და ცომეულზე. აუცილებლად დაიცავით დიეტის რეჟიმი.

სასურველია ჭამოთ ხშირად მაგრამ, მცირე პორციებით. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია უხეში ბოჭკოს შემცველი საკვებით იკვებოთ. მაგალითად ხილითა და ბოსტნეულით.

ლუდის საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, ბოჭკოთი და მინერალებით. თუმცა ისინი თავისით არ მოგაშორებენ ზედმეტ წონას. თუ წონის კლებას ცდილობთ, გაითვალისწინეთ კალორიები, რომლებსაც ისინი შეიცავენ.

კვების რეჟიმი კალორიების დათვლაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს