რომელი სასუქი არ უნდა გამოიყენოთ კიტრის ძირებზე

0
1975

დეიდაჩემი თავის სოფელში ცნობილია იმით, რომ კიტრი ოსტატურად მოჰყავს. მის მეზობლებს მისი შურთ, დეიდაჩემი კი ამაყად იღებს ჯანსაღ, გემრიელ, წვნიან ნაყოფს. როცა მან ბოსტნეულით სავსე მორიგი ტომარა მომიტანა, გადავწყვიტე, მისგან გამეგო, როგორ ახერხებდა ამხელა მოსავლის მიღებას.

აღმოჩნდა, რომ გამოცდილი მიწათმოქმედებიც კი ვნებენ ხოლმე ამ პრეტენზიულ კულტურას. ყველა ნაყიდი ან ხალხური სასუქის გამოყენება როდი შეიძლება კიტრის ძირებზე. მცენარის მხოლოდ მავნებლებისგან დაცვა და ზრდის სტიმულირება ხომ საკმარისი არაა, გემოს შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია. Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელი სასუქით არ შეიძლება კიტრის შესუქება.

რომელი სასუქი არ უყვარს კიტრს

  • ნიშადურის სპირტი – მართალია, ნიშადურის სპირტი ყველა მიწათმოქმედის არსენალში უნდა იყოს, რამდენადაც იგი აფრთხობს მავნებლებს და ასუქებს მცენარეებს. თუმცა, იგი სულაც არ უხდება კიტრის ძირებს. სპირტი ააქტიურებს კიტრის აქტიურ ზრდას, თუმცა, კულტურა მრავალ მკვებავ ნივთიერებას გასცემს, იფიტება და იღუპება.
  • ცხენის ნაკელი – ბევრს ჰგონია, რომ ცხენის ნაკელი საუკეთესო სასუქია. თუმცა, პრეტენზიული კიტრისთვის ეს სასუქი არ გამოდგება. საქმე ისაა, რომ ეს სასუქი დიდი რაოდენობით ამიაკს შეიცავს. კიტრს ძალიან არ უყვარს ეს ნივთიერება, რაშიც ასეთი სასუქის გამოყენებისთანავე დარწმუნდებით.
  • იოდის ხსნარი – კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული საშუალებაა მცენარის შესუქებისთვის. ნიადაგის იოდის ხსნარით დამუშავება კულტურას მავნებლებისგან უნდა იცავდეს. მართალია, კიტრს ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს, თუმცა, მთელი მოსავალი ამწარდება. გირჩევთ, ბოსტნეულის დასაცავად სხვა საშუალება გამოიყენოთ.

თანაც, კიტრის მოსარწყავად უამრავი საშუალება არსებობს. დარგვის სეზონი უკვე დაიწყო, ამიტომ, მიწათმოქმედებმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ. თქვენ რომელ სასუქებს იყენებთ კიტრისთვის? უპირატესობას ნაყიდ სასუქს ანიჭებთ თუ ხალხურს?