თხელი და ყველით სავსე იმერული ხაჭაპურის რეცეპტი

3160

იშვიათია საქართველოში ნახო ადამიანი, რომელსაც იმერული ხაჭაპური არ უყვარს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ნამდვილი იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად დაგეხმარებათ.

საჭირო მასალა:

  • კვერცხი- 2 ცალი
  • კარაქი- 3ს.კ
  • 2 ჭიქა მაწონი
  • 500 გ უმარულო იმერული ყველი
  • 3ს.კ ფქვილი

მომზადების წესი:

  1. 500 გ ყველი დაჭყლიტეთ ან გახეხეთ და აურიეთ 1 კვერცხთან ერთად.
  2. 2 ჭიქა მაწონს, 1 კვერცხს, 3 ჭიქა ფქვილს და მწიკვ სოდას დაუმატეთ ცოტა მარილი და მოზილეთ ცომი. აცადეთ ამოფუება.
  3. შემდეგ გაყავით 4 ნაწილად და თხლად გააბრტყელეთ და წაუსვით კარაქი.
  4. შუა ნაწილში მოათავსეთ ერთმანეთში არეული ყველი და კვერცხი. შემდეგ კი შეკარით.
  5. სქელ ტაფაზე დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი. მოათავსეთ მასზე ხაჭაპური და აცხვეთ 8- 10 წუთის განმავლობაში თავდახურულ მდომარეობაში. შემდეგ ხაჭაპური ამოაბრუნეთ და ამჯერად თავსახურის გარეშე აცხვეთ.
  6. მზა ხაჭაპურს წაუსვით კარაქი.

გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს