დღეს Paparazzi გთავაზობთ შინაურული სახის სკრაბის რეცეპტს, რომელიც 2 ინგრედიენტისგან შედგება: ჟოლო და ლერწმის შაქარი.
ჟოლო ერთ–ერთი სუპერ სილამაზის პროდუქტია:
- ეს კენკრა ანტიოქსიდანტია, რომელიც ჩვენი კანის გაახალგაზრდავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
- ჟოლო შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომელთაც კანის ზედა ფენის აქერცვლა შეუძლიათ, ეს კი წვრილი ნაოჭების გასწორებას, სხვადასხვა გამონაყარის და ანთების გაქრობას, კანის ზედა ფენის გათანაბრებას ნიშნავს, კანს უფრო გლუვ და ჯანსაღ იერს ანიჭებს;
- ჟოლოს წვენს მათეთრებელი თვისებები აქვს, ჭორფლებს და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის.
- კენკრა მდიდარია ჩვენი კანისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებით: A და C ვიტამინები. ასევე ყველა აუცილებელ მიკროელემენტს შეიცავს.
- პროდუქტი კანის ცხიმიანობას ამცირებს და გაფართოებულ ფორებს კარგად ავიწროებს.
ლერწმის შაქარი – ბუნებრივი ამქერცლავი ინგრედიენტი, გლიკოლის მჟავის ბუნებრივი წყარო, რომელიც კანის ფერს ათანაბრებს, ფორებს წმენდს, კანის ტექსტურას ზრდის, კანს მკვდარ, უსიცოცხლო უჯრედებს აშორებს.
შაქრის სკრაბის რეცეპტი ჟოლოთი
ინგრედიენტები:
- 5-10 კენკრა ჟოლო
- 3 ს/კ ლერწმის შაქარი
- 5 წვეთი დარიჩინის ეთერზეთი
მომზადება:
- ჟოლო კოვზით დაჭყლიტეთ და ლერწმის შაქარს აურიეთ.
- ეთერზეთი დაუმატეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ. დარიჩინის ზეთი კანს აახლებს, მის ტონუსს ზრდის, ფორებს ავიწროებს, მკვდარი უჯრედების მოშორებას ხელს უწყობს.
სასურველია, შინაურული სკრაბი დაუყონებლივ გამოიყენოთ, თუმცა შეგიძლიათ დახურულ ქილაში მაცივარში შეინახოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს