დღეს Paparazzi გიზიარებთ ტოპ 10 რჩევას, როგორ უნდა იზრუნოთ თმაზე სწორად, რომ ბზინვარე, მოცულობითი და ხავერდოვანი კულულები მიიღოთ.
- თმის დაბანის დროს შამპუნს დაუმატეთ A, B, PP, B12 ვიტამინები ამპულებში (აფთიაქებში იყიდება). პროცედურის შემდეგ თმა ძალიან ბზინვარე, წარმოუდგენლად მოცულობითია და თმის ცვენა მცირდება. ფინჯანში ჩაასხით შამპუნი (2 გასაპნა) ყველა ვიტამინი დაუმატეთ, აურიეთ და თავი დაიბანეთ. შამპუნის მეორედ წასმისას 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ.
- სწორი მოვლის და სრულყოფილი კვების პირობებში თმა იცვლება, ზრდა მნიშვნელოვნად ჩქარდება. წარმატების მისაღწევად მთავარი პირობა – პროცედურების რეგულარულად ჩატარება.
- სახლში ან ქუჩაში ქარიან ამინდში ყოფნისას სჯობს თმა შეიკრათ, რომ თმის აბურდვა ან ტანსაცმელზე ხახუნი არ დაუშვათ.
- ზამთარში თმა ქუდის ან კაპიშონის ქვეშ უნდა დამალოთ, რომ ყინვაში არ დაზიანდეს და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ განიცადოს. ზაფხულში, სასურველია, თმა მცხუნვარე მზისგან დაიცვათ. ამისთვის თავის აქსესუარი ან თმის მზისგან დამცავი სპეციალური საშუალება გამოიყენეთ.
- მაშინაც კი, თუ თმას იზრდით, დროდადრო ბოლოები მაინც მოიჭერით. თმის ბოლოები ყველაზე მეტად იტანჯება ტანსაცმელზე ხახუნით, კლიმატური პირობებით, მუდმივი დავარცხნით. შეჭრის შემდეგ თმა გაცილებით უკეთ, ცოცხლად და ჯანმრთელად გამოიყურება.
- თმის რეზინის არჩევას პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. ძალიან ვიწრო და მჭიდრო რეზინა თმას ძლიერ აწვება, რაც თმის ბოლქვების დაზიანებას და ცვენას იწვევს. ფართო და რბილი რეზინები შეიძინეთ.
- სველი თმა ჩვეულებრივი სავარცხლით არ დაივარცხნოთ, რადგან სველი თმა ერთმანეთს ეკვრის და ძლიერ იწელება. ასე თმის სტრუქტურა იშლება, თმა ფენებად იშლება და იყოფა. ახლა სველი თმის დასავარცხნად სპეციალური სავარცხლები იყიდება.
- თმის მოსავლელად სავარცხელი სწორად უნდა შეარჩიოთ. სავარცხელი არ უნდა იყოს ლითონის, რადგან ის თმას და თავის კანს აზიანებს. ლითონის სავარცხელი თმას ელექტრულად ძლიერ მუხტავს. შეარჩიეთ კარგი ჯაგრისი ხის ან ნატურალური ღორის ჯაგარით. პლასტმასის სავარცხელიც გამოგადგებათ.
- თუ მაინც თმის სახვევის ან დასასწორებელი უთოს გამოყენება გადაწყვიტეთ, თავდაპირველად თმაზე თერმოდამცავი სპრეი შეისხურეთ. ასეთი საშუალება თმას მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან იცავს.
- შამპუნით დაბანის შემდეგ ბალზამი ან კონდიციონერი გამოიყენეთ. თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე წაისვით, რომ თმა ძირებში ცხიმიანი არ იყოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს