თმის მოვლის ძირითადი წესები სახლის პირობებში

65

დღეს Paparazzi გასწავლით, როგორ იზრუნოთ თმაზე სახლის პირობებში, რომ თმის ცვენა შემცირდეს, ზრდა დაჩქარდეს და უფრო ჯანსაღი გახდეს.

სახლის პირობებში თმაზე ზრუნვა სწორი დაბანით და გაშრობით იწყება.

  • დაბანამდე თმა კარგად დაივარცხნეთ, რომ წყლის პროცედურის დროს არსებული კვანძები კიდევ უფრო ძლიერ არ აბურდოთ.
  • თავი დაბინძურების ხარისხის მიხედვით დაიბანეთ.
  • თუ თმა ცხიმიანია და ხშირად დაბანას მოითხოვს, ნაზი შამპუნი შეარჩიეთ, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურად შეიძლება.
  • თმის დასაბანად სჯობს გამოხდილი ან ჭის წყალი გამოიყენოთ. ხოლო ონკანის წყალი აუცილებლად აადუღეთ და გამოყენებამდე დააყენეთ.
  • შამპუნი ხელისგულებით ააქაფეთ და არა თავზე. ამასთან თმა ძლიერ არ დაისრისოთ და თავის კანი ფრჩხილებით არ დაკაწროთ.
  • შამპუნი და სხვა საშუალებები თბილი წყლით ჩამოიბანეთ, რადგან ძალიან ცხელი წყალი კანის ცხიმის გაძლიერებულ წარმოებას სტიმულირებს.
  • სავლები, ბალზამი ან კონდიციონერი აუცილებლად გამოიყენეთ. თმის ბოლოებში ან ნახევარ სიგრძეზე წაისვით. ეს საშუალებები სჯობს გრილი წყლით ჩამოიბანოთ.
  • პირსახოცით თმის დახვევა ან დასრესვა არ ღირს. უბრალოდ თმა მსუბუქად გაწურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. ამასთან „დოლბანდი“ მაქსიმუმ 15 წუთით გაიჩერეთ.
  • გირჩევთ, თმა ბუნებრივი გზით გაიშრობთ, ფენის და, მით უფრო, უთოს გამოყენების გარეშე. თუ თერმომოწყობილობის გამოყენება აუცილებლად გჭირდებათ, ცივი რეჟიმი ჩართეთ.
  • ძილის წინ გამშრალი თმა დაივარცხნეთ და თავისუფლად ჩაიპწენით, რომ ძილის დროს აბურდვა თავიდან აიცილოთ.
  • კვირაში ერთხელ თავის კანის მასაჟი აუცილებელია, რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს. ასე თმის გაძლიერებას და ზრდას ხელს შეუწყობთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს