ზოგი პროდუქტის მაღაზიაში ან ბაზრობაზე ყიდვა მომგებიანი აღარაა. ხახვს ოქროს ფასი აქვს, პომიდორი ერთი ადგილიდან მეორემდე გიჟურად ძვირია, ბულგარული წიწაკა მალე რჩეულებისთვის ფუფუნება გახდება. სწორედ ამიტომ, დიასახლისები ხშირად ფიქრობენ იმაზე, რომ სასარგებლო ბოსტნეულის მოსავალი თავად მოიყვანონ. თუმცა ამისთვის უნდა იცოდეთ, როგორ გააღვივოთ თესლი ნერგის მისაღებად.
Paparazzi ამ მიზნით ჰოლანდიურ მეთოდს გთავაზობთ. მისი დახმარებით შესანიშნავ მოსავალს მიიღებთ და გეცოდინებათ, თუ რომელი ყლორტი ამოვა და რომელი გაგიცრუებთ იმედს.
როგორ გავაღვივოთ თესლი ნერგის მისაღებად
ზოგჯერ ისე ხდება, რომ მთელ შეფუთვა თესლს ვთესავთ და მხოლოდ ნახევარი ამოდის, ამ ნახევრიდანაც ნორმალური მხოლოდ მესამედია. ეს როგორ ავიცილოთ თავიდან? როგორ არ ვინერვიულოთ მოსავალზე? ჰოლანდიელებმა საინტერესო გზა იპოვეს. ისინი თესლებს რამდენიმე პარამეტრის შესაბამისად ყოფენ.
- პირველ რიგში, თესლი სუფთა უნდა იყოს, არანაირ ნაგავს და უცხო საგანს არ უნდა შეიცავდეს.
- თესლები ერთნაირი ზომის და ფერის უნდა იყოს.
- თესლის გარსი დაზიანებული არ უნდა იყოს.
- და ბოლოს, თესლები გაღვივების ენერგიების მიხედვით იყოფა.
რა არის გაღვივების ენერგია? ცოტა მისტიურად ჟღერს, მაგრამ საქმეში მეცნიერული საფუძველი აქვს.
საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ თესლის დარგვა მხოლოდ პროცესის დასაწყისია. შემდეგ მცენარეს ზრუნვა და მოვლა სჭირდება. რამდენი ენერგია უნდა დახარჯოთ ამაზე! სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს თესლი პირველი ყლორტების მომენტში გადაარჩიონ. რა არის „გაღვივების ენერგია“?
თითოეულ კულტურას თესლის აღმოცენების საკუთარი ვადა აქვს. მაგალითად, 3 დღე კომბოსტოს, ბარდას, ბოლოკის, ყაბაყის, ნესვის და საზამთროს შემთხვევაში, 3 დღე ჭარხლისა და სხვადასხვა პარკოსნებისთვის, 5 დღე საკმარისია ისპანახის, ხახვის და სტაფილოს ამოსასვლელად. პომიდორს 6 დღე სჭირდება, წიწაკას, კამას და ძირთეთრას – 7 დღე.
სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ პაკეტიდან 10 თესლი აიღოთ და ორ სველ ბამბის დისკის შუა მოათავსოთ. შემდეგ მჭიდრო კონტეინერში ჩადოთ და სახლის ყველაზე თბილ ადგილას დადოთ – 25 გრადუსზე მეტი. თარიღი აუცილებლად ჩაიწერეთ.
თუ გაღვივების ენერგია მაღალია, მაშინ სადღაც 9 მათგანი კარგ აღმონაცენს მოგცემთ. თუ 6-7 ყლორტს იძლევა, ესეც კარგი შედეგია, მაგრამ უფრო დაბალი რიცხვი, მიგანიშნებთ, რომ ამ პაკეტის თესლთან კიდევ დაიტანჯებით. ასე არჩევენ თესლებს ჰოლანდიელები. უბრალოდ ცუდი თესლის პაკეტს არ იყენებენ.
მეთოდი საინტერესოა და გამოყენების შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი. ახლა წიწაკა თვალს ისევე ახარებს, როგორც ადრე. თან ჩვენი რეგიონისთვის სწორი თესლის შერჩევა მოვახერხე. საინტერესო მეთოდი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. დაე, ყველამ კარგი მოსავალი მიიღოს!