როგორ გამოვიყენოთ „ქლორჰექსიდინი“: 6 პრაქტიკული მეთოდი

0
1185

„ქლორჰექსიდინი“ – ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო საშუალება, რომელიც თეთრები ღირს და პრაქტიკულად ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. ადამიანების უმეტესობა მას კარგად იცნობს. ზოგი ხელის დეზინფექციისთვის ჩანთით ატარებს. Paparazzi გიზიარებთ 6 პრაქტიკულ მეთოდს, როგორ გამოიყენოთ „ქლორჰექსიდინი“ საყოფაცხოვრებო საქმეებში.

ანტისეპტიკური საშუალება უსუნოა და კანს არ აშრობს, ამიტომ ალერგიულებს მისი გამოყენება თამამად შეუძლიათ. მისი დახმარებით ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ.

„ქლორჰექსიდინის“ გამოყენების მეთოდები ყოველდღიურ ცხოვრებაში

1. „ქლორჰექსიდინი“ ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნს სწრაფად აქრობს. ბამბის დისკი ან ნაჭერი დაასველეთ და ფეხსაცმელი შიგნიდან გაწმინდეთ. „ქლორჰექსიდინი“ ბაქტერიებს გაანადგურებს, შედეგად, სუნიც გაქრება.

2. როცა სახლს ალაგებთ, 1–2 ს/კ „ქლორჰექსიდინი“ 1 ვედრო წყალს დაუმატეთ. ასე თქვენი იატაკი სუფთა და დეზინფიცირებული იქნება. ზედაპირები შეგიძლიათ ანტისეპტიკურ საშუალებაში დასველებული ჩვრით გადაწმინდოთ.

3. თუ სახლში კატები გყავთ, „ქლორჰექსიდინი“ აუცილებლად გამოგადგებათ. კატების ტუალეტის ყუთები ამ ანტისეპტიკით კვირაში ერთხელ დაამუშავეთ და სუნი დაივიწყეთ.

4. თქვენ შეგიძლიათ კვირაში ერთხელ ტონიკის ნაცვლად „ქლორჰექსიდინი“ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, „ქლორჰექსიდინი“ არა მხოლოდ მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს, ამიტომ ხშირად არ გამოიყენოთ.

5. ტელეფონით საუბრისას ბინძური ეკრანი სახეს ეხება, რაც შეიძლება სახეზე გამონაყარის მიზეზი გახდეს. თავდაცვის მიზნით ეკრანი დროდადრო სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ.

6. მძღოლებს რამდენიმე ბოთლი სადეზინფექციო საშუალების შეძენას ვურჩევთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მანქანის ზედაპირების, ასევე კონდიციონერის გასაწმენდად. უბრალოდ ჩართულ კონდიციონერში სითხე შეასხურეთ. ეს ხრიკი სახლის კონდიციონერზეც გამოგადგებათ.

„ქლორჰექსიდინი“ ხელმისაწვდომი და ნომერ პირველი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელსაც გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. საყოფაცხოვრებო საქმეებში უბრალოდ შეუცვლელია.