ეს ნახშირი ნამდვილი აღმოჩენაა. როგორ გამოვიყენოთ სწორად თეთრებად ღირებული საშუალება

3363

სამკურნალო საშუალება, რომლის შესახებ დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, ალბათ ყველასთვის ცნობილია. მისი სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დამტკიცებულია. მას ისეთი მძიმე დაავადებების დროს იყენებენ, როგორიცაა მუცლის ტიფი, დიზენტერია და ქოლერა. საქმე აქტივირებულ ნახშირს ეხება.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ანალოგების და პრეპარატების გამოჩენის შემდეგ მისი პოპულარულობა შემცირდა, მაგრამ დღემდე მეტნაკლებად ეფექტურ „შხამის საწინააღმდეგო“ აბად ითვლება. აქტივირებულ ნახშირს ზოგიერთი სახეობის შხამის საწინააღმდეგოდ მოქმედება ნამდვილად შეუძლია.

აქტივირებული ნახშირი საკვებით, ტოქსიკური ინფექციის, ასევე სხვა ფორმის მოწამვლის დროს გამოიყენება. გარდა ამისა, ნახშირს სამკურნალო მედიკამენტებისა და მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლის დროსაც იყენებენ. პრეპარატი მუცლის შებერილობას და ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნაბახუსევის დროს დაგეხმარებათ და ორსულობის დროს ნაღველთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუმკლავდება.

სასარგებლო თვისებების მიუხედავად მედიკამენტს უკუჩვენებაც გააჩნია: მისი გამოყენება პრეპარატზე მაღალი მგრძნობელობის, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე წყლულის, ასევე კუჭის სისხლდენის დროს არ გამოიყენება.

აქტივირებული ნახშირი ეფექტურად გამოიყენება დანიშნულების გარეშეც:

შებერილობას და გაზებს აქრობს

ამ პრობლემების გასაქრობად 500 მგ აქტივირებული ნახშირი ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ და 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ. ამის შემდეგ სასურველია კიდევ 1 ჭიქა წყალი დალიოთ.

ორგანიზმში ობის სპორებს ანადგურებს

ობის არსებობა ნეგატიურ შედეგებს იწვევს და ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ობის მოსაშორებლად ორგანიზმი კარგად უნდა გაწმინდოთ. ამასთან ტოქსიკური გაზები არ უნდა ისუნთქოთ. ამისთვის ვაშლის ძმარი და სოდა გამოიყენოთ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 საათით ადრე აქტივირებული ნახშირის გამოყენება კი ობის სპორებს გაანადგურებს.

წყლის შესანიშნავი ფილტრი

კარგი იქნება, თუ წყლის ფილტრაციის სისტემაში აქტივირებული ნახშირის გამოყენებას დაიწყებთ. მას წყალში მავნე მინარევების მოშორების შესანიშნავი უნარი გააჩნია.

სწრაფი დახმარება ტოქსიკური მოწამვლის დროს

ფარმაცევტული მედიკამენტების ჭარბად მიღების შემთხვევაში აქტივირებული ნახშირის გამოყენება აუცილებელია. მოწამვლის დროს ზრდასრულმა ადამიანმა 50-100 მგ ნახშირი, ხოლო ბავშვებმა 10-25 მგ უნდა მიიღოს. საკვებით მოწამვლის დროს 25 მგ ზრდასრულებმა, ხოლო 10 მგ ნახშირი ბავშვებმა უნდა მიიღონ. ამასთან ბევრი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.

კბილების გათეთრება

აქტივირებული ნახშირი კბილების გათეთრებაში დაგეხმარებათ. ამისთვის ნახშირის აბები დააქუცმაცეთ და მცირე რაოდენობით კბილის პასტა აურიეთ. ამ ნარევით კბილები გაიწმინდეთ. რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ თქვენი ღიმილი ქათქათა გახდება.

აქტივირებული ნახშირი კანს უფრო ჯანსაღს გახდის

პრეპარატი აკნეს სამკურნალოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. ის მწერების და გველის ნაკბენით დატოვებულ დისკომფორტს შეამსუბუქებს. ამისთვის 1 კაფსულა აქტივირებული ნახშირი ½ ს/კ ქოქოსის ზეთს აურიეთ და კანის დაზიანებულ ნაწილზე წაისვით. პროცედურა ყოველ 30 წუთში გაიმეორეთ, სანამ ქავილის და დისკომფორტის გაქრობას არ შეამჩნევთ.

აკნეს სამკურნალოდ და გასაქრობად 1 კაფსულა აქტივირებული ნახშირი 2 ს/კ ალოე ვერას გელს აურიეთ და სახეზე მასაჟური მოძრაობით წაისვით. გაშრობა აცადეთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

შავი წერტილების საწინააღმდეგო ნიღაბი

აქტივირებული ნახშირის და ჟელატინის ნიღაბი ფორებს ღრმად წმენდს და შავი წერტილების მოშორებაში დაგეხმარებათ.

ნიღბის მოსამზადებლად:

1 აბი აქტივირებული ნახშირი ფხვნილის სახით დააქუცმაცეთ. 20 გრ თბილი (30 გრადუსი) წყალი, სჯობს რძე პატარა თასში ჩაასხით და 1 ს/კ ჟელატინი გახსენით. აქტივირებული ნახშირი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ნიღბის წასმამდე სახე ბალახების ნაყენით ან ეთერზეთების აბაზანაში კარგად დაიორთქლეთ. ნარევი სახეზე თითებით ან ფუნჯით წაისვით. ნიღბის გაშრობას და ფენად გარდაქმნას დაელოდეთ, დაახლოებით 20-30 წუთი. კუთხეებიდან ფრთხილად მოიშორეთ. პროცედურის ბოლოს სახე ცივი წყლით დაიბანეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს