ისტორია ქმრისა, რომელსაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, როცა საჭიროა

821

დედამთილის სტუმრად მოსვლაზე ყოველი რძალი თავისებურად რეაგირებს. ვიღაცას უხარია, ვიღაც დღეებს ითვლის, მის წასვლამდე. რაც არ უნდა თქვათ, სხვადასხვა თაობის ორ, ერთმანეთისთვის უცხო წარმომადგენელს უჭირთ საერთო ენის პოვნა. თანაც, სტუმრები ყველას არ უყვარს, მით უმეტეს, როცა ისინი რამდენიმე კვირით რჩებიან. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირს.

Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ ისტორიას, რომელშიც დედამთილი წასვლას ვერ ხვდება, ქმარი კი უარესს აკეთებს.

დედამთილი გვესტუმრა

-“ცოტა ხნის წინ დედამთილმა დამირეკა და მითხრა, რომ სტუმრად მოდიოდა. ქმარს გაუხარდა, დედა დიდხანს არ უნახავს, რადგან იგი სოფელში ცხოვრობს. მეც გამიხარდა, ჩემი ქმრის დედა მიყვარს და პატივსაც ვცემ. ჩვენ ყოველთვის თბილი ურთიერთობა გვქონდა, სასიამოვნო ქალბატონია. ამიტომაც ველოდით მის მოსვლას ასე მოუთმენლად.

თავიდან ყველაფერი მშვენივრად იყო. მე და დედამთილი სამზარეულოში ხშირად ვსხდებოდით და ვჭორაობდით. სოფლიდან პროდუქტი ჩამოიტანა, მე კი ჩემი საფირმო კერძები მივართვი. აი, ჩემი ქმრის ცხოვრება კი ზღაპრად იქცა. დროს ძალიან კარგად ვატარებდით, თუმცა, დღეები გადიოდა და დედამთილი არ მიდიოდა. სოფლის საქმეები ქმარს დაუტოვა, ამაზე არ დარდობდა. გადაწყვიტა, ჩვენთან უფრო მეტხანს დარჩენილიყო.

დროთა განმავლობაში, მომბეზრდა დედამთილის ჩვენს სახლში ყოფნა. ჩვენთან ხომ ხშირად მოდიან მეგობრები. აი, ვსხედვართ და ჩაის ვსვამთ. შემოდის დედამთილი, ხელში წვნიანით სავსე თეფშით, და ჩვენს გვერდით ჯდება. თავს უხერხულად მაგრძნობინებდა მისი საუბარი სოფლისა და იმის შესახებ, თუ როგორი მოსავალი ჰქონდა წელს, რამდენ რძეს აძლევს ძროხა. მეგობრები უხერხულად იღიმოდნენ, მალევე წამოდგნენ და სახლებში დაიფანტნენ.

დედამთილის წასვლა

მოკლედ, ჩემი ქმრის დედამ ჩვენთან 3 კვირა გაატარა. გამიხარდა კიდევაც, როცა სახლში წასასვლელად დაიწყო მზადება. ავტობუსამდე მივაცილეთ, დავემშვიდობეთ. სახლში რომ დავბრუნდით, ქმართან ამ სიტუაციის განხილვა გადავწყვიტე. ავუხსენი, რომ დედამისი ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენთან ამდენი ხნით ხშირად რჩებოდეს.

სიმართლე რომ გითხრათ, ნებისმიერი სტუმარი დამღლიდა, 3 კვირით რომ დარჩენილიყო. იმედი მქონდა, რომ ქმარი გამიგებდა. თითქოს, ყველაფერი მშვიდად განვსაჯეთ. გამიხარდა. მალე დედამთილმაც დარეკა, მშვიდობით ჩავედიო. ქმარმა კი აიღო და მიახალა: “დედა, მადლობა, რომ მოხვედი. ოღონდ ამდენი ხნით აღარ გვესტუმრო, თორემ ჩემი ცოლი გადაიღალა.”

დედამთილმა გაიცინა და თქვა, რომ ესმის. მე კი ისე შემრცხვა, რომ ფეხქვეშ მიწის გასკდომა ვინატრე. იმ საღამოს, ქმარს აღარ დავლაპარაკებივარ. როგორ შეიძლება ასეთი რამის წამოყრანტალება? არ შეიძლებოდა ადამიანურად თხოვნა? ახლა არც კი ვიცი, როგორ დაველაპარაკო დედამთილს, როგორ ჩავხედო მას თვალებში. ჰოდა, ვფიქრობ, როგორ მოვიქცე? რა ვუთხრა?”

რედაქციისგან

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, სტუმარმა დაღალოს. თუმცა, ეს ხომ ვინმე უცხო არ იყო, ქმრის დედა ძალიან ახლობელია. ვფიქრობთ, ქმრისთვის არ უნდა ეთქვა პირდაპირ, რომ დედა აღარ დაეპატიჟებინა. გასაგებია, რომ ამან მასაც ატკინა გული და თქვა ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ…

თქვენ რას ურჩევდით ამ ქალბატონს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს