არაფერი არაა ისეთი ქალური, როგორც მოვლილი ხელი შეუდარებელი მანიკიურით. თუმცა ყველა ქალს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ყოველ კვირას სილამაზის სალონში იაროს.
უჩვეულო მანიკიური
ზოგიერთ ქალს ერთსა და იმავე მანიკიურით დიდხანს სიარული არ მოსწონს. ასეთ დროს შესანიშნავი გამოსავალი არსებობს! შეგიძლიათ უჩვეულო მანიკიურის გაკეთება ისწავლოთ. ეს რთული არაა, ხოლო რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ნამდვილი ოსტატი გახდებით. ყველა მეგობარი შენთან სიარულს დაიწყებს!
დღეს „პაპარაცი“ რამდენიმე ძალიან მაგარ ხრიკს გაჩვენებთ, რომელთა დახმარებით ჩვეულებრივ, ერთფეროვან მანიკიურს ხიბლს შემატებთ.
იდეები მანიკიურის სახლში გასაკეთებლად
1. ვიტრაჟული ტექნიკა
ამ იდეისთვის სპეციალური სტიკერების გამოყენება დაგჭირდებათ. თქვენი გემოვნების მიხედვით რამდენიმე გეომეტრიული ფიგურები ამოჭერით და საბაზისო მანიკიურის წასმის შემდეგ ფრჩხილზე დაიკარით. როცა ზემოდან ფრჩხილის ლაქას გადაუსვამთ, აუცილებლად რამდენიმე ფენა წაისვით, რომ სტიკერი კარგად დაფიქსირდეს.
2. “კოსმოსი“
ამ მანიკიურის შესასრულებლად სპონჟი ან ღრუბლის ნაჭერი გამოიყენება. ფრჩხილზე ლურჯი ლაქის რამდენიმე ფენა წაისვით, გააშრეთ და ღრუბლის დახმარებით თეთრი ლაქის ხაზი გააკეთეთ. შეგიძლიათ ცისფერი შეფერილობა დაუმატოთ. ფრჩხილის მთელ ზედაპირზე რამდენიმე თეთრი წერტილი დაიწვეთეთ და უფერო ლაქის გადასმით დააფიქსირეთ.
3. სტრუქტურული ფრჩხილები
ლენტები ფრჩხილის დიზაინის დროს ბევრ ტექნიკაში გამოიყენება. სტრუქტურული დიზაინის დროს ლენტები ფრჩხილზე ჩაფიქრებული ფორმით დაიმაგრეთ, ლაქა წაისვით და იმწამსვე ლენტები მოიშორეთ. ამის შემდეგ კარგად გააშრეთ და ზემოდან უფერო ფრჩხილის ლაქის რამდენიმე ფენა გადაისვით.
4. ზოლიანი მანიკიური
ეს ტექნიკა წინა იდეის მსგავსია, თუმცა ლენტები ჰორიზონტალურად უნდა დაიმაგროთ. ლენტების ნაცვლად შეგიძლიათ სტიკერები გამოიყენოთ. ასეთი დიზაინი დღესასწაულისთვის გამოდგება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წითელ და თეთრ ფერს გამოიყენებთ.
5. “მარმარილო“
მარმარილოს მანიკიური საკმაოდ მარტივია, ხოლო ეფექტი უბრალოდ შესანიშნავია. საბაზისო ლაქის გაშრობის შემდეგ ძირითადი ფერი წაისვით, რამდენიმე წვეთი თეთრი ლაქი დაუმატეთ და მთელ ზედაპირზე ნაზად გადაანაწილეთ. მარმარილოს მანიკიური თავშეკავებული და ელეგანტურია.
6. გეომეტრიული მანიკიური
ეს მანიკიური დიზაინის ლენტების დახმარებით კეთდება. საბაზისო ფერის მიხედვით გეომეტრიული ხაზები შეიძლება გამჭვირვალე ან ფერადი იყოს.
7. “ფეირვერკი“
საბაზისო ფერზე ერთი დიდი წვეთი ბრჭყვიალა ლაქი წაისვით. კბილის ჩხირით ან სპეციალური ინსტრუმენტით ფეირვერკის მსგავსად გადაანაწილეთ. გააშრეთ და უფერო ლაქის რამდენიმე ფენა წაისვით.
8. გრადიენტური მანიკიური
ამ ტექნიკისთვის მაკიაჟის სპონჟს იყენებენ. საბაზისო ფერზე სხვა ფერის ლაქი წაისვით. სპონჟის დახმარებით მეორე ფერის ნაზად რეტუშირება მოახდინეთ. ზემოდან უფერო ლაქის ერთი ფენა გადაუსვით.
მანიკიურის ყველაზე უჩვეულო იდეები შეგიძლიათ ამ მაგალითების დახმარებით თავად მოიფიქროთ.
ამ მეთოდების უმეტესობა საკმაოდ მარტივია, თუმცა გაფრთხილებთ, რომ პირველივე ჯერზე შეიძლება ისეთი იდეალური მანიკიური ვერ გაიკეთოთ, როგორიც გსურთ. ამ საქმეში ყველაზე მთავარი – შეუპოვრობა და მოთმინებაა.
თქვენ ყველაზე მეტად რომელი ტექნიკა მოგწონთ? საინტერესო იდეები კომენტარებში გაგვიზიარეთ.