დადგა დრო როდესაც შვილები, მშობლებს ყიდიან. ისტორია, რომელიც განცხადებების ფურცლიდან დაიწყო.

674

ჩვენ დაუჯერებელ ცხოვრებისეულ ისტორიებზე ვგიჟდებით, ახლა სწორედ ერთი ასეთი უნდა გაგიზიაროთ. არ ვიცით, ამბავი რეალურია თუ არა, მაგრამ იაპონელი, რომელმაც იგი გვიამბო, ამბობს, რომ ეს ისტორია თავიდან ბოლომდე სიმართლეა.

Paparazzi.ge-ის რედაქციას ძალიან უყვარს ასეთი რამეები. ნუ შეგაშინებთ სათაური. კვანძის გახსნაში ისეთი რამ მოხდება, სულ რომ არ ელით. ჩვენმა იაპონელმა ისე შთაგვაგონა, რომ გადავწყვიტეთ, ეს ისტორიაც იმსახურებდა ადგილს ჩვენს გვერდზე. სტატიის ჩაკითხვის შემდეგ, დაუყოვნებლივ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, უშუალო შთაბეჭდილებები რომ გავიგოთ.

დაუჯერებელი ცხოვრებისეული ისტორიები

“იყიდება მშობლები. მამა 70 წლის. დედა – 65 წლის. ფასი – 1000 იენი.” სწორედ ასეთი განცხადება იხილა ახალგაზრდა ქალმა, როცა ბინის ძებნის მიზნით, სტენდზე განცხადებებს კითხულობდა. რატომღაც სახლში, სადაც ახლა ქმართან ერთად ცხოვრობდა, ყველაფერი საკუთარ მშობლებს აგონებდა. თავიდან იფიქრა, რომ ის დროც დადგა, როცა მშობლებს ყიდიან. სად გაგონილა ასეთი უმსგავსობა?

მას ეს მხეცურ საქციელად ეჩვენა. 1 თვის წინ ხომ მისი საკუთარი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ. ასე დარჩა მარტო ქმართან ერთად, რომლის მშობლებმაც ეს ქვეყანა უფრო ადრე დატოვეს. სანამ ქალი ამ უცნაურ განცხადებაზე ფიქრობდა, მისმა ქმარმა მისამართი ჩაიწერა.

ქალი კიდევ რამდენიმე დღე ვერ წყევტდა წაკითხულზე ფიქრს. ქმარიც ამბობდა, რომ უბედური მოხუცები ებრალებოდა. ორივე მიხვდა, რომ ამას ასე ვერ დატოვებდნენ და ქმარმა ცოლს შესთავაზა: “ჩვენი მშობლები უკვე ზეცაში არიან, ეს მოხუცები კი მარტო დარჩნენ. მოდი, ვიყიდოთ და სიყვარულში ვაცხოვროთ მთელი დარჩენილი დრო, როგორც საკუთარ მშობლებს მოვექცეოდით!”

საყიდლად წასვლა

მეორე დღეს ფული აიღეს და ტოკიოს შემოგარენში მივიდნენ – სწორედ იქ მიიყვანა ისინი ნავიგატორმა. როცა საჭირო მისამართზე მივიდნენ, თვალებს ვერ დაუჯერეს. დიდებული ვილის ჭიშკართან იდგნენ და დაბნეულად იყურებოდნენ. დიდი ალბათობით, რაღაც შეცდომა იყო. ქალმა მაინც გადაწყვიტა, კარზე დაეკაკუნებინა.

რამდენიმე წუთში, მათ შესახვედრად გამოვიდა მოხუცი მამაკაცი. მათ უთხრეს, რისთვისაც მივიდნენ და ისიც დააყოლეს, რომ საკუთარი მშობლები დაკარგეს და მოხუცების გამოსყიდვა გადაწყვიტეს. ბოლოს კი მოხუცს პატიება სთხოვეს იმისთვის, რომ შეაწუხეს. მათი აზრით, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა და ასეთ გაუგებრობას ჩაუყარა საფუძველი.

– არა, არავითარი გაუგებრობა! – მოხუცმა გაიღიმა. – შემობრძანდით, ჩემს ცოლსაც დავუძახებ. ჩვენთან ერთად ჩაის დალევაზე უარს არ იტყვით, ხომ ასეა?

მოხუცებმა ცოლ-ქმარი ძალიან თბილად მიიღეს და უთხრეს, რომ საკმაოდ მდიდარი მოხუცი წყვილია, ეს ვილაც მათ ეკუთვნით, თუმცა, უბედურება ისაა, რომ შვილები არ გაუჩენიათ. როცა იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ სად წაეღოთ ქონება, თავში ასეთი რამ მოუვიდათ აზრად.

რამდენადაც სურდათ, რომ მემკვიდრეობა კარგი ადამიანებისთვის დაეტოვებინათ, ამ განცხადების განთავსება გადაწყვიტეს. მათი აზრით, მხოლოდ ღირსეული პირები გამოეხმაურებოდნენ. მოხუცებს არც კი უფიქრიათ, რომ ვინმე მოვიდოდა, ამიტომ ძალიან გაუხარდათ, როცა ჭიშკართან ჩვენი გმირი წყვილი აღმოჩნდა. “მგონი, სწორედ თქვენ ხართ ის ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მთელ ქონებას დავუტოვებთ! მშობლების გაყიდვასთან დაკავშირებული გარიგება წარმატებით შესრულდა!”

რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვი, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს სიმართლეა. დაე, იდეალისტები იყოთ. არა იმიტომ, რომ ახალგაზრდებს მდიდრული სახლი შეხვდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები სიკეთეს ასხივებდნენ. თქვენ გამოისყიდდით მშობლებს, მსგავსი განცხადება რომ გენახათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს