როგორ მოვიყვანოთ მიწისთხილი: ჩითილების მიღება

0
1527

ჩვენ, ვისაც მიწისთხილი გვიყვარს, ყველას გვიფიქრია იმაზე, თუ როგორ მოვიყვანოთ იგი საკუთარ ნაკვეთზე ან თუნდაც ეზოში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცოტათი ძვირი პროდუქტია, მისი მოყვანა გაცილებით იაფი დაგვიჯდებოდა.

მიწისთხილი სითბოს მოყვარული კულტურაა, რომელსაც ჩვენი თბილი სეზონი თავისუფლად ეყოფა. თუმცა, მაინც, გირჩევთ თხილი ჯერ ჩითილებად დათესოთ, შემდეგ კი ნიადაგში გადაიტანოთ. ამისთვის გაუწმენდავი ნედლი თხილი დაგჭირდებათ.

როგორ მოვიყვანოთ მიწისთხილი

  1. პირველი ეტაპი მიწისთხილის გაგრილებაა – უარყოფითი არა, უბრალოდ დაბალი დადებითი ტემპერატურა. მოათავსეთ მიწისთხილი მაცივარში 2 კვირით.
  2. ახლა ჩაალბეთ მიწისთხილი, ბარდასავით. ჯერ დაასხით წყალი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს, და დააყენეთ 6 საათით. შემდეგ გადაღვარეთ წყალი და გაახვიეთ ნედლეული სველ ჩვარში. ტენიანობის შესანარჩუნებლად, ჩვარი კონტეინერში ან პარკში ჩადეთ. ხილი გამათბობელთან ან სითბოს სხვა წყაროსთან ახლოს უნდა მოთავსდეს.

როგორ დავთესოთ მიწისთხილის ჩითილები

  • ცალკეულ ქოთნებში

მოამზადეთ დაახლოებით 250 გ მოცულობის ქოთნები. შეურიეთ ნაყიდი ნიადაგი ბაღის მიწას, 1:2 თანაფარდობით. თუ გაქვთ, დაუმატეთ ძველი ნახერხი, მცირე რაოდენობით. თითით ჩახვრიტეთ ნიადაგი არც ისე ღრმად და მოათავსეთ თხრილებში თითო თხილი. ამონაცენი მიწისთხილის წვეტიანი მხრიდან გაჩნდება.

  • საერთო ყუთში

თუ ცაკლეული ქოთნებისთვის დიდი ადგილი არ გაქვთ, მიწისთხილის ერთ დიდ საერთო ქოთანში გაღვივებაც შეიძლება. გამოიყენეთ იგივე ნიადაგი და დათესეთ თხილი 2-3 სმ სიღრმეზე. დაიცავით მანძილი – 6 სმ. მორწყეთ და დადგით ნათელ ადგილას.

რა თქმა უნდა, ჩითილებისთვის მიწისთხილის შერჩევის დროს, აირჩიეთ ყველაზე დიდი ზომის და ლამაზი თხილები. ასეთი სათესი მასალა ნამდვილად კარგ მოსავალს მოგცემთ. დრო რომ მოვა, გადარგეთ ჩითილები მიწაში და დაელოდეთ მოსავალს. თქვენ გიცდიათ მიწისთხილის მოყვანა?