ფხვიერი ცომის რეცეპტი ტკბილი და მარილიანი ღვეზელების გამოსაცხობად

1064

პირველად ფხვიერი ცომი ინგლისში გამოჩნდა. ლეგენდის თანახმად, სამეფო კარის მზარეულმა ვერ გათვალა, თუ პურის გამოსაცხობად რამდენიმე ცომი დასჭირდებოდა და საბოლოოდ, ცომის ზედმეტი ნაჭერი დარჩა. მან მისი დატკბობა, ცოტა ზეთის დამატება და არა ჩვეულებრივ, არამედ კრეკერის დონემდე გამოცხობა გადაწყვიტა – ასე მიიღეს პირველი ფხვიერი ორცხობილა.

© Depositphotos

იმ დროისთვის ასეთი ტკბილეული ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, რადგან შემადგენლობაში ძვირადღირებული პროდუქტი, ზეთი შედიოდა. ახლა სურვილის შემთხვევაში ფხვიერი ცომის მომზადებას ნებისმიერი შეძლებს.

© Depositphotos

კლასიკური ფხვიერი ცომი – შესანიშნავი ბაზაა, როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი ღვეზელების გამოსაცხობად. მისი ნაწარმი პირში დნება, სწორედ ამიტომ გამომცხვარი პროდუქტების მოყვარულებს შორის ძალიან პოპულარულია.

© Depositphotos

ინგრედიენტების პროპორციის სწორი გადანაწილებით უნივერსალურ ფხვიერ ცომს მიიღებთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ იდეალური ცომი როგორ გააკეთოთ.

ფხვიერი ცომის რეცეპტი ღვეზელებისთვის

ინგრედიენტები:

  • 400 გრ კარაქი
  • 600 გრ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ფქვილი და შაქარი ერთმანეთს კარგად აურიეთ.

© Depositphotos

2. შემდეგ კარაქი თითებით დაარბილეთ და ფქვილს დაუმატეთ. მისი გაწელვა და ყველა ინგრედიენტის არევა გააგრძელეთ.

© Depositphotos

3. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ და ცომს დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. ამის შემდეგ კიდევ ერთი კვერცხი დაუმატეთ.

© Depositphotos

4. ცომი მოზილეთ. რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედეთ, რომ კარაქმა ბოლომდე გადნობა ვერ მოასწროს.

© Depositphotos

5. ბოლოს ცომი საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.

© Depositphotos

ესეც ასე. ახლა შეგიძლიათ შეისვენოთ და იმაზე დაფიქრდეთ, თუ შიგთავსისთვის რა გამოიყენოთ. თუ ნახევარ საათში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ, არ ინერვიულოთ – ასეთი ცომი მაცივარში შეგიძლიათ 3 დღე შეინახოთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს