როგორ მოვამზადოთ ქოქოსის ნაზი სკრაბი, რომ მივიღოთ სახე ჟურნალის გარეკანიდან.

149

ქოქოსის სკრაბი, რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, შეუცვლელია სახის კანისთვის. ამასთან, შინ მომზადებული საშუალება საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივად მოსამზადებელია.

თავის დროზე, საშინაო კოსმეტიკის უამრავი რეცეპტი ვცადე, თუმცა, სწორედ ამ რეცეპტმა დამარწმუნა იმაში, რომ ბრენდულ საშუალებებზე ბევრი ფულის ხარჯვა საჭირო არაა. სასურველი ეფექტის მიღწევა ხომ იაფი ინგრედიენტებითაც შეიძლება, რომლებიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.

ნატურალური სკრაბი ქოქოსის ფანტელებისგან

ქოქოსის ფანტელის ნატურალური სკრაბი არამხოლოდ ნაზად აშორებს კანს მკვდარი უჯრედების ფენას, არამედ კვებავს და ამკვრივებს კანს.

ამ საშინაო კოსმეტიკის შემადგენლობაში ქაცვის ზეთიც შედის. იგი აახლებს კანის უჯრედებს და ებრძვის პიგმენტაციას. თანაც, ეს ზეთი არ ლუქავს ნასვრეტებს და სასიამოვნო არომატიც აქვს.

ნიღაბ-სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ქოქოსის საშუალოდ დაფქული ფანტელი, ნატურალური მშრალი რძე და ქაცვის ზეთი.

მომზადება და გამოყენება

  1. თასში ან ქილაში შეურიეთ 1 ს.კ. ქოქოსის ფანტელი 0.5 ს.კ. მშრალ რძეს.
  2. მიღებულ მასაში ჩაასხით 1 ს.კ. ქაცვის ზეთიც. კარგად მოურიეთ და დააყენეთ 1 წუთით. შემდეგ კიდევ ერთხელ მოურიეთ.
  3. სახეზე გამოყენებამდე, გამოსცადეთ კანი ალერგიულობაზე – წაისვით იდაყვის შიდა ნაკეცზე და დარწმუნდით, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, ალერგიული რეაქციები არ გაჩენილა.
  4. ფრთხილად წაისვით მასა ნოტიო კანზე. რბილი მოძრაობებით დაიზილეთ სახე. მასაჟის შემდეგ, გაიჩერეთ იგი სახეზე კიდევ 1 წუთით. ბოლოს ჩამოიბანეთ სკრაბი თბილი წყლით. ამისთვის სპეციალური დასაბანი საშუალებების გამოყენებაც შეიძლება.
  5. გირჩევთ, პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეოროთ. სკრაბის ეს რაოდენობა 2-4 გამოყენებას ეყოფა. ნარჩენები მაცივარში შეინახეთ.

ეს ნატურალური სკრაბი უნივერსალურია: მისი გამოყენება სხეულის კანზეც შეიძლება. მე ვერ ვიჯერებ, რამდენად დამირბილა კანი ამ პროცედურამ და გააუმჯობესა მისი ფერიც. აუცილებლად სცადეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს