ჩემი აგარაკის მეზობელი, დეიდა ვერა, სტაჟიანი ექთანია. ეს ახლა ისვამს თავიდან ფეხებამდე ძვირადღირებულ კრემებს, ადრინდელი სილამაზის ნარჩენები რომ შეინარჩუნოს. 15 წლის წინ კი მისი კოსმეტიკა მხოლოდ აფთიაქში ნაყიდი იაფფასიანი საშუალებებისგან შედგებოდა. სხვათა შორის, ზოგიერთ მათგანზე უარი არც 57 წლის ასაკში უთქვამს. მაგალითად, “მეთილურაცილზე”.
ვერა დეიდამ მუშაობა 2 წლის წინ შეწყვიტა. ახლა ქმრის ხელფასზე ცხოვრობს, ქალი კი მიწათმოქმედებითაა დაკავებული. ამბობს, რომ გაზაფხულზე ხელები და სახე ქარის გამო შრება და, გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და პირველ სიმპტომებთან გასამკლავებლად, ხელებზე “მეთილურაცილს” ისვამს. ახლა გეტყვით, როგორ მუშაობს ეს მალამო.
მეთილურაცილის გამოყენების 4 საიმედო გზა
- ფეხებისთვის – ზაფხული კარს მოგადგათ და ღია ფეხსაცმლის დრო დგება, ქუსლები კი ჯერ კიდევ არ ჰგავს ჩვილი ბავშვის კანს? ამ პრობლემას “მეთილურაცილის” პროცედურათა კომპლექსი გადაჭრის. სქელ ფენად წაისვით მალამო სუფთა ტერფებზე, გაიხვიეთ ცელოფნით და ჩაიცვით წინდები. 2-3 პროცედურის შემდეგ, ქუსლების სიმშრალესა და ნახეთქებს ხელს დაუქნევთ.
- ტუჩებისთვის – ტუჩების სიმშრალეს ვერც ერთი ბალზამი ვერ გაუმკლავდება უფრო ეფექტურად და სწრაფად, ვიდრე ამას “მეთილურაცილი” გააკეთებს. წაისვით იგი ღამით, სქელ ფენად. დილით ყუჩები რბილი იქნება და ჯანსაღი იერიც ექნება. სხვათა შორის, ამ მალამოსი ჰერპესსაც ეშინია.
- სახის კანისთვის – რა თქმა უნდა, მეთილურაცილი სახეზე მუდმივად არ უნდა გამოიყენოთ. თუმცა, ამ მალამოს შეუძლია დამამშვიდებელი ეფექტის მოცემა. იგი აღადგენს კანს პილინგის შემდეგ.
- ხელების კანისთვის – დაღლილი და გამომშრალი ხელის კანი დაუყოვნებლივ დასვენებას საჭიროებს! ამას გამაცოცხლებელი მეთილურაცილის წყალობით შეძლებთ. წაისვით მალამო ხელებზე სქლად და შეიხვიეთ ცელოფნით. 20 წუთში მალამო ჩამოიბანეთ, ხელებზე კი დამატენიანებელი კრემი წაისვით. მეზობელი ამბობს, რომ ეფექტი პარაფინოთერაპიის შედეგს ჰგავს.
უნდა იცოდეთ: უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მეთილურაცილი კოსმეტიკური არა, სამკურნალო მალამოა. ამიტომ, მის გამოყენებამდე დაეკითხეთ ექიმს ან შეისწავლეთ უკუჩვენებები. შეამოწმეთ კანის რეაქცია იდაყვის შიდა ნაკეცზე.
ეს საშუალება არაჰორმონულია და არც ანტიბიოტიკებს შეიცავს. ჯანმრთელ ადამიანებს იგი მხოლოდ არგებს. თქვენ გამოგიყენებიათ იგი? როგორი შედეგი მიიღეთ?