გასულ კვირას სხვენი დავალაგე. რამდენიმე ყუთი ურნასთან ისე დავალაგე, არც გამიხსნია. ვიცი, რომ არაფერს დავკარგავდი ძველი რვეულების, დამსხვრეული სათამაშოებისა და გახუნებული ტანსაცმლის მოშორებით. აი, მელქიორის ჩანგლების ნაკრები, საფირმო ჩემოდნით, მაშინვე გადავდე. მხოლოდ გაპრიალება სჭირდებოდა.
თავი ვერ შევიკავე და მეზობელთა დავიტრაბახე. ვერა დეიდა ყოველთვის ორიგინალური აზროვნებით გამოირჩეოდა. მან ჭურჭლის უჩვეულო გზით გაპრიალება შემომთავაზა. ამბობს, რომ ეს მეთოდი მაშინ აღმოაჩინა, როცა ქმარს საჭმელს უმზადებდა. აი, რა გამოუვიდა:
როგორ გავაპრიალოთ მელქიორის ხელსაწყოები
როცა ვერა დეიდამ მაკარონი მდუღარე წყალში ჩაყარა, მოსარევად მელქიორის ძველი, ჩაშავებული კოვზი გამოიყენა. მოურია და, დაუფიქრებლობით, კოვზი ნახარშში დარჩა.
რამდენიმე წუთში, კოვზი ამოიღო და დაინახა, რომ ის ნაწილი, რომელიც მაკარონთან ერთად მოიხარშა, გაცილებით სუფთა და ღია ფერის იყო. ამან ქალს შემდეგი მოქმედებებისკენ უბიძგა.
კოვზი მაშინვე ბოლომდე ჩაუშვა ნახარშში. 20 წუთის შემდეგ ამოიღო და იგი ახალს დამსგავსებია: ელვარებდა და ბრწყინავდა. რა თქმა უნდა, მაკარონი გაშავდა და საკვებად უვარგისი გახდა.
ამჯერად, ერთი კოვზით აღარ შემოიფარგლა და მთელი კომპლექტი გამოხარშა. მაკარონის ნახარშის შემდეგ, ხელსაწყოები უბრალოდ ძმრით უნდა გაწმინდოთ.
თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას? გაგვიზიარეთ გამოცდილი მეთოდები!