4 ნიშანი, რომლებიც ასაკს ნაოჭებზე მეტად გასცემს თქვენ კი მათ ყურადღებას არ აქცევთ.

0
994

ხშირად მომისმენია ფრაზა “60 წლისაა და 1 ნაოჭიც არ აქვს!” ნაოჭების არქონა კი ბევრისთვის ახალგაზრდობის სინონიმია. სამწუხაროდ, ნაოჭები ასაკს იმდენად არ გასცემს, რამდენადაც ჩვენ გვგონია!

კოსმეტიკაზე წარწერა “ნაოჭების წინააღმდეგ” ხელების კანკალს იწვევს ჩვენში. თუმცა, მხოლოდ ნაოჭების კი არ უნდა გეშინოდეთ… არსებობს კიდევ 4 ნიშანი, რომლებიც ასაკს იმდენად თვალსაჩინოს ხდის, რომ დაგიმატებთ კიდევაც, ვიზუალურად დაგაბერებთ.

  1. გაფართოებული ნასვრეტები – კანის ტექსტურა ყოველწლიურად ღრმავდება, თუმცა, თუ ნაოჭები შიშსა და გულისტკივილს იწვევს, გაფართოებულ ნასვრეტებს წარმატებით უგულებელყოფენ. ქალები ცდილობენ, ისინი არ შეიმჩნიონ, არადა, ამ პრობლემის შეკავება მუდმივი მოვლით სავსებით შესაძლებელია. უბრალოდ საჭიროა სწორად წმენდა და დატენიანება. ნუ დაელოდებით, როდის იქცევა ნასვრეტები ნაწიბურებად – მაშინ კოსმეტოლოგთან კანის ფხეკები აგრესიულ პროცედურად იქცევა: პილინგები ან ლაზერი დაგჭირდებათ.
  2. ფტოზი – ნაოჭი საყვარელიც შეიძლება იყოს, თუ იგი ღიმილიან ხასიათზე მიუთითებს. აი, სახის კონტურების დაკარგვა კი საშინელი ცვლილებაა. შეიძლება თუ არა ფტოზთან ბრძოლა, როცა ქვედა ყბაზე კანი უკვე ჩამოწელილია? დამოუკიდებლად არ შეიძლება. თუმცა, რეგულარული მოვლა ამ უსიამოვნების გაჩენას მაქსიმალურად შეანელებს. შეშუპებებთან ბრძოლა, სხეულის მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა, მასაჟის გაკეთება – ეს ყველაფერი უფასოა! თუ ამას გააკეთებთ, წლების განმავლობაში შეინარჩუნებთ სახის ლამაზ იერს.
  3. პიგმენტაცია – მე ყოველთვის მაკვირვებს, როგორ ირუჯებიან ქალები ზღვაზე… წყლულებამდე, ყავისფერ ქერქამდე… მზის დამწვრობა არამხოლოდ საფუძველს უყრის ფოტოდაბერებას და ანელებს კოლაგენის გამომუშავებას, არამედ იწვევს არასასურველ პიგმენტაციასაც. პიგმენტაცია კანის უსწორმასწორობად ითვლება. 30+ ქალის დეკოლტე, რომელიც პიგმენტური ლაქებითაა სავსე, გაცილებით უფრო ასაკოვანი ჩანს, ვიდრე 45+ ქალისა, ლაქების გარეშე.
  4. სიწითლე – კუპეროზი, როზაცეა და უბრალოდ გაწითლებისკენ მიდრეკილება – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც მცირე გამოვლინებისთანავე უნდა ებრძოლოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მათ შეკავებას.

მე ვიყავი ამ “ვწითლდები და რა ვქნა” ფრაზის ტყვე. მართალია, ეს კანის ტიპია, ერთგვარი მიდრეკილებაა, თუმცა, მოვლა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს კანის ნორმალური იერის ვადას. მნიშვნელოვანია, არ გამოიწვიოთ კანი ცხარე საკვებით, მაღალი ტემპერატურით, მზით, სიცივითა და სხვა ფაქტორებით.