როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე სააბაზანოსა და საპირფარეშოში.

4056

ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საქმის შესრულება, მაგალითად, უნიტაზის გაწმენდა ნაკლებად სასურველი პროცესია, რომლის თავიდან აცილება ყველას გვსურს, თუმცა დიასახლისები მას გვერდს ვერ აუვლიან.

© Depositphotos

ტუალეტის საწმენდი ქარხნული წარმოების საშუალებები ძალიან ძვირი ღირს, ამასთან მალე მთავრდება. სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ ბიუჯეტური ალტერნატივის გამოყენებას გირჩევთ.

© Depositphotos

ამ სასარგებლო რჩევების დახმარებით უნიტაზის რთულად ხელმისაწვდომ ადგილებს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. ასევე ბევრ ფულს, ენერგიას და ნერვებს დაზოგავთ.

უნიტაზის საწმენდი საშუალებები

1. როგორ განვაახლოთ უნიტაზი 5 წუთში 3 თვით?

ჩვეულებრივ უნიტაზის ჩასარეცხი ავზი ბევრ საიდუმლოს ინახავს. ზოგიერთი მასში ფულსა და ძვირფასეულობას ინახავს, მაგრამ ოდესმე კბილის პასტა შეგინახავთ?

© Depositphotos

ბევრი გაოცდება, მაგრამ ასე ნადების და ჟანგის მოშორებას შეძლებთ, უნიტაზის ზედაპირს დეზინფექციას გაუკეთებთ და უსიამოვნო სუნს გააქრობთ.

იაფი და ყველაზე „შხამიანი“ სუნის კბილის პასტა იყიდეთ. მასში მცირე ნახვრეტები გააკეთეთ და ჩასარეცხ ავზში მოათავსეთ. ახლა ყოველი ჩარეცხვის დროს ტუალეტის ოთახში ჰაერს განაახლებთ და უნიტაზს დეზინფექციას გაუკეთებთ. ნახვრეტები მცირე ზომის უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში ერთი კბილის პასტა 2-3 თვე გეყოფათ.

2. როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი კირის ნადები

თუ უნიტაზი საკმაოდ ძველია, მასზე შეიძლება ჟანგი, კირის ნადები და შარდის ქვა გაჩნდეს. ასეთი ძვირფასეულობა სანტექნიკას აზიანებს და არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.

უნიტაზის საწმენდ რეცეპტებში ხშირად გვირჩევენ, რომ საშუალება ჭუჭყიან ადგილას წავუსვათ და ცოტა ხნით გავაჩეროთ. მაგრამ საწმენდი საშუალება ზედაპირზე დიდხანს არ ჩერდება, შესაბამისად ეფექტურად არ მოქმედებს.

უნიტაზის ზედაპირზე საწმენდი საშუალების ეფექტურობას გაახანგრძლივებთ, თუ ამ მარტივ მეთოდს გამოიყენებთ. ამისთვის ტუალეტის ქაღალდი დაგჭირდებათ. ტუალეტის ქაღალდის ორი ფენა პრობლემურ ადგილას დააფიქსირეთ.

შემდეგ ქაღალდი ნებისმიერი საწმენდი საშუალებით (წყალბადის ზეჟანგისა და ნიშადურის სპირტის ნარევი, ჟანგის მოსაშორებელი საშუალება, ლიმონის მჟავის ხსნარი) დაასველეთ და რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. ამის შემდეგ ტუალეტის ქაღალდი მოაშორეთ და უნიტაზი ამავე საწმენდი სითხით გაწმინდეთ. ყველაზე ჩამჯდარი ლაქები უკვალოდ გაქრება.

3. როგორ გავწმინდოთ უნიტაზის ყველაზე რთულად ხელმისაწვდომი ადგილები

სპეციალურ საწმენდ საშუალებებზე ფულის დახარჯვა საჭირო არაა. სახლის პირობებში უნიტაზის საწმენდი საშუალების მოსამზადებლად ინგრედიენტებს თქვენს სამზარეულოში იპოვით.

1 ჭიქა სოდა, ¼ ჭიქა ლიმონის მჟავა, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიეთ. ამ ნარევისგან უნიტაზის საწმენდი სპეციალური „ბომბა“ მოამზადეთ.

მიღებული ნარევი ყინულის ფორმებში გადაანაწილეთ და 4 საათით გააჩერეთ, რომ კარგად გამაგრდეს. უნიტაზის გასაწმენდად ერთი კუბი ჩააგდეთ, მის გახსნას დაელოდეთ, შემდეგ კი ჯაგრისით გაწმინდეთ.

შუშხუნა აბები ორ ამოცანას გაუმკლავდება. პირველ რიგში, უნიტაზს კარგად გაწმენდს. მეორე მხრივ, ჰაერს განაახლებს. სახლის პირობებში ასეთი „ბომბის“ მოსამზადებლად მხოლოდ 10-15 წუთი დაგჭირდებათ. საკმაოდ დიდხანს ინახება.

4. რა უნდა ქნათ, თუ ჩასარეცხი ავზი არ მუშაობს

წყალი გაგითიშეს ან უნიტაზის ჩასარეცხი ავზი არ მუშაობს, თქვენ კი მოთმენა აღარ შეგიძლიათ? არაფერია საშიში, გამოსავალი არსებობს. უნიტაზში 100 ლ სანაგვე ყუთის პარკი მოათავსეთ, ზემოდან კიდევ ერთი 50 ლ სანაგვე ყუთის პარკი ჩადეთ. მასში კატის ტუალეტისთვის საჭირო შემავსებელი მოაყარეთ.

ახლა შეგიძლიათ უნიტაზი უპრობლემოდ გამოიყენოთ. ამის შემდეგ საკმარისია ერთი პორცია შემავსებელი დაუმატოთ, პაკეტი ამოიღოთ და გადააგდოთ.

ყველაფერი გენიალური მარტივია. ჩვენი სასარგებლო რჩევების დახმარებით უსიამოვნო საყოფაცხოვრებო სიტუაციებიდან მარტივად გამოძვრებით და ტუალეტის ოთახში სისუფთავეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს