ტექნიკის შეძენა განვადებით: გონივრული ნაბიჯი თუ სისულელე

0
108

ფინანსების მართვის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ განვადებით ტექნიკას მხოლოდ ისინი ყიდულობენ, ვისაც არ შეუძლია ფულის სწორად განკარგვა. თურმე, თუ ადამიანი პირობით მაცივარს ან ტელევიზორს განვადებით ყიდულობს, ის მფლანგველია, რამდენადაც ასე არამხოლოდ უკვე არსებულ, არამედ მომავალ შემოსავლებსაც ხარჯავს. საკუთარ მომავალს ფულს ართმევს. ვნახოთ, რამდენად სამართლიანია ასეთი განცხადებები.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია ისაუბრებს იმაზე, თუ რამდენად გამართლებულია საყოფაცხოვრებო საჭიროების ნივთის განვადებით შეძენა, თუ ერთბაშად მთელი თანხის გადახდის საშუალება არ გაქვთ. ეს მართლა დაუფიქრებელი ქმედებაა? თუ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ამბობენ უარს სესხებზე, მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას ართულებენ?

განვადებით ნაყიდი ტექნიკა

-“აღდგომის შემდეგ პირველად, გუშინ მაღაზიაში წავედი. სალაროსთან შემთხვევით ორი ქალის საინტერესო საუბარი მოვისმინე. ერთმა მეორეს უთხრა, რომ მას სარეცხი მანქანა გაუფუჭდა. თანაც, დიდი ხნის წინ, ზამთრის ბოლოსკენ გაუფუჭდა. იმდენად ძველი მოდელი ჰქონდა, რომ ყველა ხელოსანს არ შეუძლია მისი შეკეთება, რაღაც იშვიათი ნაწილები სჭირდება. ჰოდა, ახლის ყიდვა გადაწყვიტა. ახლა ფულს აგროვებს. სანამ მთელ თანხას არ შეაგროვებს, ხელით გარეცხავს.” – წერს მარი.

-“მის თანამოსაუბრეს გაუკვირდა. მან ისეთი რაღაც თქვა, უნებურად ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან: “რა? ამხელა ოჯახი გყავს, გარეთ 21-ე საუკუნეა, ყველაფერს ხელით რეცხავ? როგორ ახერხებ ამას?

პირველი ქალი შესამჩნევად მოიღუშა და ჩუმად დაიწყო თავის მართლება, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. კიდევ ბევრი უნდა დააგროვოს, ზაფხულისთვის უკვე იყიდის… თანამოსაუბრის გაოცება მხოლოდ იმატებდა. უკვირდა, რატომ არ ყიდულობდა იაფფასიან მანქანას ან სასურველ მოდელს განვადებით?

“სესხი? შენც იტყვი ხოლმე. გნავადებაღა მაკლია. მირჩევნია, ხელებზე კიდევ ნახევარი წელი მალამოები ვისვა, ვიდრე ვიღაცის ვალი მქონდეს. მერე იმ პროცენტებზე უნდა ვიდარდო, ღამით არ დამეძინება. არა, მადლობა.”

ღირს თუ არა განვადების გაკეთება

“სახლში ვბრუნდებოდი, ეს საუბარი კი თავიდან არ ამომდიოდა. მაშინვე გამახსენდა ჩემი მეზობელი ოჯახი, რომელიც ვალებში იხრჩობა. თანაც, ქმარიცა და ცოლიც მუშაობს, კარგი ხელფასიც აქვთ და კარგად ცხოვრობენ. თანამედროვე ტექნიკა აქვთ, მანქანაც სულ ახლახან გამოცვალეს, ახალ მობილურებსაც ყიდულობენ ყოველ წელს. თან ბავშვიც ჰყავთ.

ერთი მხრივ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებიან, თუმცა, რამდენადაც ვიცი, არც დანაზოგი აქვთ. უმეტესად, ხელფასის აღებამდე 1 კვირით ადრე, ფული მხოლოდ საკვებისთვის რჩებათ. თუმცა, არ წუწუნებენ. კომფორტულად ცხოვრობენ, საკუთარ თავს სიამოვნებენ. 

არადა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ყველაფერზე ეკონომიალს აკეთებენ, კაპიკს კაპიკზე აწებებენ, ბავშვს ნაყინსაც არ ყიდულობენ. თუმცა, რატომღაც, ასეთი “დამოუკიდებლობით” ბედნიერი არავინ მინახავს.

ის ქალი შემეცოდა, სალაროს რიგიდან. მის ადგილას განვადებას გავაკეთებდი და ვიყიდდი იმ სარეცხ მანქანას. ეს ხომ მთელი ოჯახისთვის საჭირო ნივთია, არამხოლოდ დიასახლისისთვის. ბოლოს და ბოლოს, მეორადი მანქანის ყიდვაც შეეძლო. ხელით რეცხვა, თანაც დიდ ოჯახში და თვეების განმავლობაში – ეს ხომ 21-ე საუკუნეში ქალისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა. ეს საკუთარი თავის უპატივცემულობაა.” – ამბობს მარი.

ალბათ, ადამიანს სესხის აღების შიში ტყუილად არ აქვს. იქნებ, მას უარყოფითი ურთიერთობა აქვს ნებისმიერ საკრედიტო ორგანიზაციასთან. იქნებ, ცუდი გამოცდილება ჰქონდა ამა თუ იმ ბანკთან. ან, იქნებ, ამის მიზეზი ადამიანის ფინანსურ უვიცობაში მდგომარეობს.

თუ ტექნიკას ნორმალურ სავაჭრო ქსელში შეიძენთ, 3-6-თვიანი განვადებით, ხელშეკრულებას კი სანდო ბანკთან გააფორმებთ და მის პუნქტებს სათითაოდ გაეცნობით, პრობლემებს არ წააწყდებით. ზედმეტის გადახდა არ მოგიწევთ. ასე არ არის?