3 ნიშანი, რომლებიც ფეხებზე ღვიძლის დაავადების დროს ჩნდება

0
1833

სპეციალისტებმა განიხილეს ცხიმიანი ჰეპატოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ფეხებზე გამოვლენილი სიმპტომები, რომლებიც პირდაპირ მიგანიშნებთ, რომ ექიმთან წასვლის დროა.

“ტერფის გარეგანი იერი მეტწილად მიუთითებს ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, რამდენადაც გულმა სისხლი ტერფის ქვედა ნაწილამდე უნდა მიიტანოს და უკან ამოქაჩოს, სისხლძარღვთა სისტემის გავლით. ჩვეულებრივ, თუ ადგილი ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემას აქვს, სისხლძარღვების პრობლემებიც იჩენს თავს.” – დააზუსტა ბრიტანელმა ექიმმა, ერიკ ბერგმა.

ფეხებზე გაჩენილი პირველი ნიშანი, რომელიც შეიძლება ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებდეს, ექიმების თქმით, კოჭებზე გაჩენილი პატარა წითელი ან ყავისფერი წერტილებია. კერძოდ, ისინი სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგია.

მეორე სიმპტომი კი ქუსლების დახეთქვაა – ეს უსიამოვნება ორგანიზმში ვიტამინ B3-ის ან ომეგა3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტითაა გამოწვეული – მათ ღვიძლი უნდა ითვისებდეს.

ექიმთა სიაში ბოლო სიმპტომია ქუსლების ქავილი. სხვადასხვა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კანის ქავილი ერთ-ერთი იმ ნიშანთაგანია, რომლებიც ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებზე მიუთითებს.