სარეცხი მანქანის მოვლა, სულ ცოტა ხნის წინ, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ იქცა. სწორედ მისგან ვიწყებ სააბაზანოს დალაგებას. ეს იმიტომ, რომ 2 თვის წინ მანქანა გამიფუჭდა. ხელოსანმა, როგორც კი დაინახა, მაშინვე შემარცხვინა: თურმე, თავი დიასახლისად მოგაქვს და სარეცხი მანქანის უჯრა ვერ გამიწმენდია. ჩემთვის ეს გაკვეთილი იყო.
როგორც ხელოსანმა მანქანის შეკეთებისას მითხრა, რომ სწორედ ჭუჭყიანი უჯრის გამო რჩება ტანსაცმელზე მუქი ლაქები და ჟანგის კვალი. ძმრის გამოყენება ამიკრძალა. უჯრის გაწმენდა სხვა, არანაკლებ ხელმისაწვდომი საშუალებით მირჩია.
ფხვნილის უჯრის გაწმენდის მეთოდი
ხელოსანმა თქვა, რომ უჯრა ყოველი რეცხვის შემდეგ უნდა გავამშრალო და კარგად ამოვაშრო. თუ ამას გავაკეთებ, ჟანგის, ობისა და სხვა ლაქების გაჩენის ალბათობა თითქმის აღარ იქნება.
თან მასწავლა, რით უნდა გამეწმინდა უჯრა. კაცმა მითხრა, რომ ეს მეთოდი არამხოლოდ სუნსა და ნადუღ ლაქებს გააქრობს, არამედ უჯრას ახალივით გაათეთრებს.
ინგრედიენტები:
- 50 მლ წყალბადის ზეჟანგი (3%)
- 3 ს.კ. სოდა
- 1 ნაჭერი სარეცხი საპონი
მომზადება და გამოყენება
- პლასტმასის ბოთლში შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და სოდა წვრილად დახეხილ სარეცხ საპონს. შეურიეთ ინგრედიენტები ისე, რომ საპონი სრულად გაიხსნას. სქელი ფენა უნდა მიიღოთ.
- გამოიღეთ მანქანიდან უჯრა და მოათავსეთ თასში. დაასხით უჯრას ქაფი და დააყენეთ 30 წუთით. შემდეგ გაწმინდეთ უჯრა ღრუბლით, რთულად მისაწვდომი ადგილები კი ჯაგრისითა და ყურის ჩხირით. გაავლეთ უჯრა სუფთა წყლით და გააშრეთ.
როგორც ხედავთ, უჯრის გაწმენდას 30 წუთზე მეტი არ დასჭირდება. სამაგიეროდ, რეცხვის ხარისხი რამდენჯერმე გაუმჯობესდება, რასაც ნამდვილად შეამჩნევთ. თქვენ როგორ რეცხავთ უჯრას? წყალბადის ზეჟანგს კიდევ რის გასაწმენდად იყენებთ ხოლმე?