ბავშვების აღზრდის მეთოდები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, იტალიელი პედიატრები ზუსტად გეტყვიან, შეიძლება თუ არა ბავშვებისთვის ყველი. აგრეთვე, იმასაც იტყვიან, თუ რატომ უნდა გამოურეცხოთ ახალშობილს ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.
შეიძლება თუ არა ბავშვებისთვის ყველი
პედიატრებს მყარი ყველისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს ზედმეტად მძიმე პროდუქტია პატარებისთვის და წლამდე მისი მიცემა არ შეიძლება. სხვები კი საწინააღმდეგოს იჟინებენ. მათ შორის იტალიელი ექიმებიც არიან.
იტალიელი პედიატრები პარმეზანის წვრილად დახეხვასა და ბავშვებისთვის დღეში 1 კოვზი ყველის მიცემას გვირჩევენ. რატომ პარმეზანი? იმიტომ, რომ ეს ყველი ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს და ყველაზე მეტი რაოდენობით ცილას შეიცავს. სპეციალისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ პარმეზანი გარკვეული რაოდენობით იზოვალერიანის მჟავასაც შეიცავს. მას დამამშვიდებელი თვისებებიც აქვს.
აგრეთვე, პარმეზანის მირთმევას ურჩევენ იმ ადამიანებსაც, რომელთა სხეულიც გარკვეული პრობლემების შემდეგ აღდგენას საჭიროებს. იგი თითქმის არ შეიცავს ქოლესტერინს, სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების რაოდენობა კი უხმოდ ყვირის ყველიდან! მეტიც, პატმეზანი ძილის ხარისხსაც დაარეგულირებს.
ბავშვს რა ასაკიდან უნდა მივცეთ ყველი? პედიატრები თვლიან, რომ 7 თვე საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ბავშვს ეს არომატული პროდუქტი გააცნოთ. თუმცა, ეს მხოლოდ გაცნობა უნდა იყოს და არა სრულყოფილი მოხმარება. დროთა განმავლობაში, ეს მიკროსკოპული ულუფები დღეში 30 გრამამდე უნდა გაიზარდოს.
კიდევ რით გაგვაოცებენ იტალიელი პედიატრები? იქნებ იმით, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს ბაგა ბაღში 4 თვიდან აბარებენ. იტალიელებს გულწრფელად სჯერათ, რომ ბავშვები რაც შეიძლება ადრე უნდა სოციალიზდნენ. ამასთან, ეს მოსახერხებელი იქნება იმ მშობლებისთვის, რომლებიც მუშაობენ.
ბავშვის აღზრდაში კონსერვატიულობა კარგია, თუმცა, ახალი რჩევებიც გასათვალისწინებელია. იქნებ, თქვენც მოგისმენიათ აღზრდის მსგავსი უჩვეულო წესები, რომლებიც მანამდე გაკვირვებდათ, უეცრად კი მიხვდით, რომ ეფექტური ყოფილა?