უხვი მოსავლის იმედით, მაისის სათესი კალენდარი შევისწავლე. საკუთარ თავს ვამხნევებ, რომ მალე ახალ ნერგებს მივიღებ, და ვიწერ კულტურის დასარგავად შესაფერის თარიღებს. თუ 2021 წლის მიწათმოქმედებას სწორად დავგეგმავ, სულ მალე უხვ მოსავალს მივიღებ!
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქციამ მოამზადა მაისის მთვარის სათესი კალენდარი. იგი არ მოიცავს ეზოთერიკულ ფორმულებს. კალენდარი ითვალისწინებს მთვარის ოთხ ფაზას: ახალმთვარეობას, ზრდას, სავსემთვარეობასა და კლებას.
თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს. ხანდახან დადებითი, ხანდახან – უარყოფითი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგი იქნება ამ კალენდარში ჩახედვა, თითოეული კულტურისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეები რომ განსაზღვროთ.
მაისის სათესი კალენდარი
ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ თესლი, რომელიც ახალმთვარეობაზე დაითესა, მოსავალს არ მისცემდა. მაისში დასარგავად შეუფერებელი დღეები: 3-4 მაისი. 10-12 მაისი – ახალმთვარეობის დღეებია. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ იმუშაოთ მცენარეებთან, რადგან ისინი ამ პერიოდში ზედმეტად მგრძნობიარენი არიან. აი, ძველი და ავადმყოფი ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვისთვის შესანიშნავი დროა. ბაღში მუშაობისგან თავი შეიკავეთ 26 მაისსაც.
მთვარის კალენდრის მიხედვით, 30 და 31 მაისიც არახელსაყრელი დღეებია მცენარის ცხოველქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისთვის.
ახლა კი იმის შესახებ, თუ როდის რა შეიძლება.
ხელსაყრელი დღეები: 1-2 მაისი, 5-7 მაისი, 15-17 მაისი, 22-25 მაისი და 28-29 მაისი.
სათესი კალენდარი: ყვავილები და ხეები
- ლამაზი ბაღების მოყვარულებმა ეს თარიღები უნდა გაითვალისწინონ: 12-17 მაისი და 20-23 მაისი საუკეთესო დროა ერთწლიანი ყვავილების დასარგავად. 1-2, 20-21, 24-25 და 28-29 მაისს უნდა დაირგოს ის ყვავილები, რომლებიც ბოლქვებით მრავლდება.
- 1-2 და 28-29 მაისს შეგიძლიათ ბალახოვანი მრავალწლოვანი მცენარეები დარგოთ, 1-2, 18-21 და 28-29 მაისი წიწვოვანი მცენარეებისთვისაა საუკეთესო დრო.
- ხეები და ბუჩქები შეგიძლიათ 1-2, 12, 18-21 ან 27-29 მაისს დარგოთ. დეკორატიული ლიანები უკეთ გაიზრდება, თუ 12-17 ან 20-23 მაისს დარგავთ, ხელსაყრელი დროა 27 მაისიც.
სათესი კალენდარი: ხილი და ბოსტნეული
- მაისის სათესი კალენდარი კარტოფილის დარგვას 2 ან 27-29 მაისს გვირჩევს. ჭარხალი, სტაფილო, ძირთეთრა, ნიახური და ოხრახუში შესანიშნავად გაიზრდება, თუ მათ 1-2, 12, 22-23 ან 27-28 მაისს დარგავთ.
- პომიდვრის, ბადრიჯნის, ყაბაყის, კვახის, პატისონისა და სიმინდის მოყვარულებმა გაითვალისწინეთ შემდეგი თარიღები: 12, 15-17, 22-25 ან 28-29 მაისი.
- აი, სალათის ფოთლები – ისპანახი, მჟაუნა, რუკოლა, ქინძი, ოხრახუში და კამა – შეგიძლიათ 1-2, 5-9, 15-17, 22-25 ან 28-29 მაისს დარგოთ.
- ხახვის უმეტესი სახეობა შეგიძლიათ 1-2, 12, 15-17, 22-25 ან 28-29 მაისს დარგოთ. წიწაკებმა უხვი მოსავალი რომ მოგცეთ, დარგეთ ისინი 12, 15-17, 22-24, 26 ან 28-29 მაისს. თალგამი და ბოლოკი 1-2, 5-7, 12, 15-17, 22-23 ან 28-29 მაისს დარგეთ.
- კიტრი ნიადაგში 2, 5-7, 15-17, 22-25 ან 28-29 მაისს დათესეთ. ბარდა და ოსპი 12-17 და 24-27 მაისს უნდა დაირგოს.
- ბაღის და ველური მარწყვებისთვის საუკეთესო დრო 12-17 და 22-25 მაისია. ყურძენი კარგ მოსავალს მოგცემთ, თუ მას 12-17 და 24-25 მაისს დარგავთ.
ახლა უკვე იცით, რით უნდა დაკავდეთ მაისის თვეში, ნაკვეთმა მალევე რომ გადაგიხადოთ მადლობა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს კალენდარი გამოგადგებათ.