დიცენტრა: როგორ გავზარდოთ და მოვუაროთ “გატეხილ გულს”

0
340

თუ ბაღისთვის უპრეტენზიო, მკვეთრ მცენარეებს ეძებთ, გთავაზობთ დიცენტრას, იმავე “გატეხილ გულს”. როგორც სახელწოდება გვკარნახობს, ეს მცენარე თავისი ვარდისფერ-თეთრი, გულის ფორმის ყვავილებით გამოირჩევა. მისი გაზრდა მარტივია, რის გამოც მებაღეების ერთ-ერთი რჩეულია. ამავდროულად, დიცენტრა უნიკალურად ლამაზიცაა.

“გატეხილი გული” მარტივად იზრდება ჩრდილში და ადრეულ გაზაფხულზე ყვავის. არსებობს ყვავილის ქვესახეობებიც, თუმცა, ყველას გულის ფორმის ყვავილები აქვს. მაგალითად, დიდებულ დიცენტრას (Lamprocapnos spectabilis), აყვავების შემდეგ, ყველა მიწისზედა ნაწილი კვდება. უბადლო დიცენტრა (Dicentra eximia) კი მცირე ზომის მცენარეა, უფრო ხანგრძლივი ყვავილობით. იგი არ გადადის სიმშვიდის პერიოდში.

რატომ უნდა დარგოთ დიცენტრა

ჯერ ერთი, ძალიან ცოტა მცენარეს თუ აქვს ასეთი დამახასიათებელი, გამორჩეული ყვავილის ფორმა. აუცილებლად დარგეთ მცენარე იქ, სადაც მისი სილამაზე ყოველდღიურად გასიამოვნებთ. უჩვეულო ფორმის გარდა, “გატეხილი გული” არ იზიდავს მშიერ მღრღნელებს.

ამ მცენარის ლამაზი ყვავილები ნებისმიერ კომპოზიციას დაამშვიდებს. მათი ფურცლები სხვადასხვა ფერისაა – მოყვითალო-მწვანედან ცისფერ-მომწვანომდე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ყვავილს ყვავილების დახლებზე ხშირად ვერ იპოვით, იგი ძალიან ნაყოფიერია. თუ მის მოყვანას გადაწყვეტთ, ქოთნის მცენარეს მებაღეობის მაღაზიებში იპოვით. სხვათა შორის, დიცენტრა ბაღში ფუტკრებს იზიდავს, რითაც სხვა მცენარეებსაც მოუტანს სარგებელს.

როგორ გავზარდოთ დიცენტრა

მდებარეობა დიცენტრას გასაზრდელად გადამწყვეტი ფაქტორია. თუ მას ძალიან მზიან ან მშრალ ადგილას დარგავთ, იგი უბრალოდ დაჭკნება. სხვათა შორის, დიდებული დიცენტრა უფრო გამძლეა, ვიდრე უბადლო დიცენტრა. ამ მცენარეს საშუალოზე ხშირი მორწყვა სჭირდება. მზად იყავით ბაღში გარკვეული დროის გასატარებლად, მისი აყვავება რომ უზრუნველყოთ. “გატეხილი გულისთვის” აირჩიეთ უფრო თიხიანი, მჟავე ნიადაგი, მოერიდეთ ჭაობიან ადგილებს. დიცენტრას მოსწონს სრული ან ნაწილობრივი ჩრდილი. დარგეთ მცენარე სახლის ჩრდილოეთ მხარეს.

ამ ყვავილის ფოთლები ხმება ან სეზონის დასაწყისშივე ჭრიან. ამიტომ, მცენარესთან ერთად შეგიძლიათ დეკორატიული ბალახების ან სხვა მრავალწლიანი მცენარეებისა და ბუჩქების დარგვა, რომლებიც სეზონის ბოლოს კარგად ფოთლიანდება. ისინი ავსებს სივრცეს ზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა დიცენტრა სიმშვიდის პერიოდში გადადის.

დაბოლოს, არ იჩქაროთ ერთი შეხედვით მკვდარი ფოთლები. თუ ფოთლები სრულყოფილად იცხოვრებენ, მომდევნო სეზონზე მცენარე უფრო ჯანმრთელი გახდება. სანამ ფოთლები ჯერ კიდევ მწვანეა, ისინი აგრძელებს კვებას მზის სხივებით და აგროვებს ენერგიას შემდეგი წლისთვის. დაელოდეთ, სანამ მცენარე არ გახმება ბუნებრივად, ზაფხულში, ან მოჭერით ღერო, როცა ფოთლები გაყვითლებას დაიწყებს.

როგორც ხედავთ, “გატეხილი გულის” გაზრდა და მოვლა რთული სულაც არაა. დიცენტრა უპრეტენზიოა, აყვავების დროს ესთეტიკური სიამოვნება მოაქვს. თქვენს ბაღში უკვე ხარობს ეს უჩვეულო მცენარე? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.