„ლურჯი იოდი“ – თეთრებად ღირებული საშუალება, რომელიც 8 პრობლემას ებრძვის.

8412

არსებობს თეთრებად ღირებული საშუალება, რომლის ეფექტურობაც აუცილებლად გაგაოცებთ. დღეს „პაპარაცი“ სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

იოდინოლი უკვე წლების მანძილზე თავის აქტუალობას ამტკიცებს. მთავარი მოქმედი ნივთიერება მოლეკულური იოდია, რომელიც ანტისეპტიკის როლში გამოდის. ასევე შეიცავს პოლივინილის სპირტს – ნაერთი, რომელიც იოდის გამოყოფას ანელებს, ამით კი ორგანიზმის ქსოვილებზე მის ზემოქმედებას ახანგრძლივებს.

იოდინოლი გამჭვირვალე სითხე, მუქი ლურჯი ფერის ანტისეპტიკია. მას გამოხატული ანტისეპტიკური და სადეზინფექციო თვისებები და ბაქტერიოციდული მოქმედება გააჩნია.

გამოყენების ჩვენება: ქრონიკული ტონზილიტი, ჩირქოვანი ოტიტი, ჩირქოვანი ქირურგიული დაავადება, ტროფიკული და ვარიკოზული წყლულები, თერმული და ქიმიური დამწვრობა.

გარდა ამისა, პრეპარატი სხვა დაავადების დროსაც გამოიყენება. მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ ფართოა.

ნაკაწრი და ჩირქოვანი ჭრილობა

დაზიანებულ კანზე იოდინოლით გაჟღენთილი მარლის სახვევი უნდა დაიდოთ, ძალიან მჭიდროდ არ შეიკრათ. სახვევი დღეში 1-2-ჯერ გამოცვალეთ, სანამ ჭრილობა ბოლომდე არ შეხორცდება.

ჩირქოვანი ოტიტი

2-4 კვირის განმავლობაში, ყოველ დღე თითოეულ ყურში 5 წვეთი სამკურნალო საშუალება ჩაიწვეთეთ.

ანგინა და ტონზილიტი

როგორც კი დაავადების პირველ ნიშნებს შენიშნავთ, ყელში ეს საშუალება გამოივლეთ. ამისთვის 1:1 პროპორციით წყალში გახსენით და 5 დღის განმავლობაში დღეში 4-ჯერ გამოიყენეთ.

სურდო

თუ ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო ფერის გამონადენს შენიშნავთ, რომელსაც თან უსიამოვნო სუნი აქვს, იოდინოლით ზედა სასუნთქი გზების ინჰალაცია ჩაიტარეთ. ცხელი წყლით (60 გრადუსი) სავსე ინჰალატორს 5 წვეთი ლურჯი იოდი დაუმატეთ და შემდეგ ცხვირით შეისუნთქეთ.

ღრძილების ანთება და სტომატიტი

პირველ რიგში, პრეპარატი წყალთან 1:2 პროპორციით აურიეთ. ამ ხსნარის პირის ღრუ ყოველ 3 საათში გამოივლეთ.

საკვებით მოწამვლა

ზრდასრულებმა – 1 ჩ/კ იოდინოლი 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით და ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ.

კონიუქტივიტი

1 ჭიქა წყალში 20 მლ სამკურნალო საშუალება გახსენით და ამ ნარევით თვალები გაიწმინდეთ. ასევე დღეში 3-ჯერ 15 წუთით სველი კომპრესები გაიკეთეთ.

რძოვანა

ამ უსიამოვნო მოვლენის დროს ხსნარის შესხმა დაგეხმარებათ. ამისთვის 50 მლ საშუალება 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით. პროცედურა დილას და ძილის წინ ჩაიტარეთ.

უკუჩვენება

პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, თირეოტოქსიკოზი.

გვერდითი ეფექტები ხანგრძლივი გამოყენების დროს

იოდის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის დროს შეინიშნება კანის გამონაყარი ან რინიტი, რაც სპეციალურ რაიმე საზომს ან მკურნალობის შეწყვეტას მოითხოვს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს