რა მოხდება, თუ მამაკაცი ურთიერთობაზე სამუდამოდ იტყვის უარს?

0
191

მარტოხელა ქალები ხშირად ხდებიან განსჯისა და წინასწარი შთაბეჭდილებების მსხვერპლნი აი, ურთიერთობის გარეთ დარჩენილ მამაკაცებს ეს არ აწუხებთ. მარტოხელა მამაკაცის ცხოვრებას მრავალი უპირატესობა აქვს. თუ გაინტერესებთ, რატომ გრძნობენ მამაკაცები თავს კარგად, მუდმივი ურთიერთობების გარეშე, წაიკითხეთ ჩვენი სია ქვემოთ.

მამაკაცი ურთიერთობის გარეშე

ადამიანებს, რომლებმაც პარტნიორი ადრეულ ასაკში იპოვეს, არ ესმით მათი, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობენ მარტო. არსებობს უამრავი წყვილი, რომლებიც უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გადავიდნენ საცხოვრებლად ცალკე ან დაქორწინდნენ. ფაქტია, რომ ასეთ ადამიანებს არ ჰქონიათ მარტო ცხოვრებით ტკბობის საშუალება.

რა თქმა უნდა, ხშირად, ამის მიზეზი საცხოვრებლის პრობლემაც ხდება, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია. ბევრს არ უნდა ბინის მარტო ქირაობა და მშობლებთან ან მეგობართან ერთად ქირაობენ. და მაინც, რა უპირატესობა აქვს მარტოხელა მამაკაცის ცხოვრებას?

  1. ყოფაცხოვრება – ერთი შეხედვით, პრობლემები აქვე უნდა დაიწყოს, თუმცა, ცდებით. სისუფთავისა და წესრიგის სიყვარულის ხარისხი ადამიანის სქემზე სულაც არაა დამოკიდებული. არსებობენ როგორც ბინძური ქალები, ისე ჯენტლმენები, რომლებიც მშვიდად ვერ ისადილებენ, სანამ სამზარეულოში წესრიგს არ დაამყარებენ.თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს, იგი არ ელოდება სხვას, მისი არეულობის დასალაგებლად. ამიტომაც, გააზრებით ეკიდება თავისი საცხოვრებლის წესრიგს. ამაში, ნაწილობრივ, საკუთარი თავის სიყვარულიც ისახება. თანაც, თუ დაფიქრდებით, ერთი ადამიანი გაცილებით ნაკლებ არეულობას იწვევს. შესაბამისად, დალაგებაც უფრო მარტივია.
  2. ურთიერთობა – მუდმივი ურთიერთობის არქონა უამრავ კარს აღებს. მაგალითად, მეტი დრო გრჩებათ საკუთარი ჰობის, თვითგანვითარებისა და დასვენებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ნერვების უზარმაზარი ნაწილი სწორედ ახლო ურთიერთობების გარკვევას ხმარდება, თავისუფალი ადამიანის ფსიქიკა, ბოლოს და ბოლოს, მოდუნებისა და აღდგენის საშუალებას იღებს. დროებითი კავშირები კი იმდენ უსიამოვნებას მოიტანს, რამდენსაც ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება.
  3. ფინანსები – ამ პუნქტშიც იპოვით უპირატესობებს. ეკონომიის გაკეთება გაცილებით მარტივია, როცა მარტო ცხოვრობ. რთულია ფულის დაგროვება, როცა პროდუქტი ორი ადამიანისთვის უნდა იყიდო, სხვა ხარჯებიც მუდმივად მაღალია. ხოლო, თუ გაგიმართლათ და საკუთარი საცხოვრებელიც გაქვთ… რა თქმა უნდა, ბევრი წუწუნებს, რომ თანამედროვე ქალბატონები ზედმეტად მომთხოვნები არიან და სწორედ ამიტომ ურჩევნიათ მარტო ცხოვრება. რთულია იმის თქმა, რეალურად ასეა თუ არა ყველაფერი.
  4. ჯანმრთელობა – ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ნაწილობრივ სწორედ სასიყვარულო ურთიერთობებს მივყავართ დეპრესიამდე და დანაღვლიანებამდე. ხანდახან, ეს ბოლო წვეთია, რომელიც თასს ავსებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზედმეტად მგრძნობიარენი არიან, რომანტიკულ სფეროში ნებისმიერი არეულობა კი მათ ცხოვრებას ანგრევს. ისინი მშვიდად მუშაობას ან დასვენებას ვერ ახერხებენ. შესაძლოა, სწორედ ასეთმა პიროვნებებმა უნდა იცხოვრონ მარტო, გარკვეული დროით. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას, უნდა ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ მარტოხელა მამაკაცს უფრო მეტი რესურსი აქვს სპორტ-დარბაზში წასასვლელად. აგრეთვე, არ აქვთ ისეთი ცდუნებები, როგორებიცაა საღამოობით ერთად წამოგორება დივანზე, ფილმის ცქერა და მავნე საკვების მიღება.

გულწრფელად მინდა დავამატო, რომ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ სხვასთან ერთად ცხოვრება მათზე ცუდად ისახება, იშვიათად აღმოჩნდებიან ხოლმე მართალი. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია. ჩვენ სხვასთან ერთად ცხოვრებისთვის ვართ შექმნილი. ამიტომაც, ხშირად, პრობლემა არა ურთიერთობის არსებობა, არამედ ის ადამიანია, რომელსაც ვირჩევთ ერთად საცხოვრებლად, ან ეს პრობლემა ჩვენშივეა.

მართალია, მარტო ცხოვრება მართლა ძალიან მაგარია, განსაკუთრებით, თუ ინდივიდუალისტი ხართ ან უბრალოდ მიეჩვიეთ განმარტოებას. თუმცა, ურთიერთობებშიც შეიძლება ფულის გონივრულად დახარჯვა, დარბაზში ერთად ვარჯიში ან უბრალოდ დროის გამოყოფა საკუთარი თავისთვის, განმარტოებისთვის.