გამოგონებები, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

0
154

ბევრი ადამიანი მხოლოდ ფასდაკლებულ პროდუქტს ყიდულობს და საკვებზე ეკონომიას ასე აკეთებს, წლების განმავლობაში. ზოგს კი სუპერძალა აქვს: ძალიან მაგარ ნივთებს ძალიან მაგარი ფასდაკლებით “ითრევს” და ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება.

ზოგადად, ეკონომია ძალიან კარგი უნარია. თუმცა, არსებობს ისეთი რამეები, რომლებზეც ფულის დაზოგვა არ შეიძლება. ზოგ შემთხვევაში კი ეს უბრალოდ უკუჩვენებაა! ახლავე აგიხსნით, რატომ:

როგორ დავზოგოთ ფული

რაზე არ შეიძლება ეკონომიის გაკეთება:

1. საბავშვო ავტოსავარძელი

ამ ნივთის შეძენაზე გააზრებული უარის თქმა სწორედ ასეთი შემთხვევაა. საკუთარ შვილზე ეკონომიის გაკეთება უაზრობაა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისგან ხომ არა ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც არ არიან დაზღვეული.

თუ ძებნისა და ფასების შედარებისთვის დრო გაქვთ, ნამდვილად შეძლებთ შესაფერისი პროდუქტის არჩევას. თანამედროვე სავარძლების ფართო არჩევანი სწორედ ისეთი საქონლის ყიდვის საშუალებას მოგცემთ, რომელიც გჭირდებათ, და არა ზედმეტად ძვირად.

2. შინაური ცხოველების საკვები

როცა ფინანსები იწურება, ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად ხარისხიან პროდუქტს მოიხმარს მისი შინაური ცხოველი. ხშირად, საკვების შეფუთვები ავტომატურად ცვივა პროდუქტთან ერთად, ურიკაში. ასეთი საკვების ფასი საკმაოდ დაბალი იქნება და არ შეიცავს არც სასარგებლო ნივთიერებებს, არც ვიტამინებს, არც მინერალებს.

თუ შინაური ცხოველები დიდხანს შეჭამენ ასეთ საკვებს, დაავადდებიან და უფრო ადრე დატოვებენ ამ ქვეყანას. ადამიანის კუჭსაც არ მოეწონებოდა მთელი წლის განმავლობაში ფასტფუდის მოხმარება.

3. სპორტული ფეხსაცმელი

საკუთარ ჯანმრთელობაზე ეკონომიის გაკეთება არასდროს ყოფილა კარგი, შედეგების გამოსწორებას ხომ უფრო მეტი ფული დასჭირდება, ვიდრე დაზოგეთ. ეს იმიტომ, რომ, თუ ადამიანი აქტიურადაა სპორტით დაკავებული, მან კომფორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც უნდა იფიქროს.

ყველა სპორტული ფეხსაცმელი ძვირი არ ღირს. თუ დრო და საშუალება გაქვთ, ეძებეთ საყვარელი ბრენდის კოლექციებში გასული სეზონის მოდელები. ასეთ ნივთებს, დიდი ალბათობით, ფასდაკლებას დაადებენ, ხარისხი კი ისევ მაღალი იქნება.

4. ბორბლებიანი ჩემოდანი

ძუნწი ორჯერ იხდის… ეს გამოთქმა ამ პუნქტს ყველაზე მეტად შეეფერება. იაფფასიანი ჩემოდანი 1-2 გამოყენებაში გაიხევა ან გატყდება. მაგალითად, აეროპორტის მუშები ყველაფერს სიფრთხილით არ ეკიდებიან, ამიტომ, ჩემოდანმა შეიძლება ვერ აიტანოს ასეთი მოპყრობა.

ყურადღებით დააკვირდით: საიმედო ჩემოდანს ხარისხიანი დეტალები (სახელური, ჩამკეტი), გამძლე ბორბლები, სტაბილური ფორმა უნდა ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ასეთი ჩემოდნის გამოყენება უფრო კომფორტულია, ხოლო ნივთები, რომლებიც მისი დახმარებით გადაგაქვთ, 99%-იანი ალბათობით არ ზიანდება.

5. ტუალეტის ქაღალდი

ბოლო დროს დახლებზე ტუალეტის სველი ქაღალდებიც გაჩნდა. ეს ნივთი ერთდროულად ორ კურდღელს დაგაჭერინებთ: მიიღებთ არამხოლოდ სისუფთავეს, არამედ ანტიბაქტერიულ დაცვასაც. თანაც, ახლომახლო შხაპის არარსებობის შემთხვევაში, ასეთი ქაღალდი ნამდვილად გამოსადეგია.

შეგიძლიათ მცირე ექსპერიმენტის ჩატარებაც: დაასხით ცოტაოდენი დამდნარი შოკოლადი რამე ზედაპირზე და სცადეთ მისი მოშორება ჯერ ჩვეულებრივი, შემდეგ სველი ქაღალდით.

6. დამცავი აღჭურვილობა

მაშინაც კი, თუ რომელიმე სპორტული აქტივობით პროფესიონალურად არ ხართ დაკავებული, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ყოველთვის კარგია. სასურველია, ეს იმაზე ადრე გააკეთოთ, ვიდრე რამეს მოიტეხდეთ.

სპორტულ აღჭურვილობას საკმაოდ ფართო ფასობრივი სეგმენტი აქვს. თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისთვის რამის არჩევა. უფრო ძვირადღირებულ აღჭურვილობას მეტი დეტალი აქვს, თუმცა, მოყვარულთათვის ისინი აუცილებელი არაა.

7. სამზარეულოს ხელსაწყოები

სამზარეულოსთვის ჭურჭლის არჩევისას, ყურადღება ორ რამეს უნდა მიაქციოთ: თბოგამტარობასა და მასალას.

ზოგიერთი მასალის (ფოლადი, სპილენძი, ალუმინი) ჭურჭელი საკვებთან შედის რეაქციაში, რაც კერძს გემოს უცვლის. ზოგი მასალა (ალუმინი) სითბოს ატარებს, სხვები კი (სილიკონი) – არა.

კარგად დაფიქრდით, რომელი ჭურჭელი გირჩევნიათ. იგი თქვენს კულინარიულ მეთოდებს უდა შეეფერებოდეს. გესმოდეთ, რომ ზედმეტად იაფი ჭურჭელი დიდხანს არ გაგიძლებთ. კულინარიული შედევრებისთვის კი ასეთი ხელსაწყო არ გამოდგება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, კიდევ რაზე არ შეიძლება ეკონომიის გაკეთება?